შემოქმედებითი პროექტების ბაზრობა 2019
ივნისი 27, 2019
2019 წლის 25 ივნისს შემოქმედებითი ევროპის საქართველოს დესკმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერით “ფაბრიკაში” გამართა ღონისძიება “შემოქმედებითი პროექტების ბაზრობა 2019”.
ღონისძიება გახსნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ. ღონისძიების სტუმრებმა დაათვალიერეს ბაზრობა და პირადად გაიცნეს პროგრამის “შემოქმედებითი ევროპა” ბენეფიციარები.
ბაზრობაზე წარმოდგენილი იყო პროგრამის გამარჯვებული ყველა პროექტი, მათ შორის “კინო სკოლაში”, რომელსაც ეროვნული კინოცენტრი მეექვსე წელია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად წარმატებით ახორციელებს.