“წერე ქართულ კინოზე” – კონკურსი კინომცოდნეებისთვის!

/“წერე ქართულ კინოზე” – კონკურსი კინომცოდნეებისთვის!

კინომცოდნეობისა და კინოკრიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი 2019 წლის 2 ოქტომბრიდან აცხადებს კონკურსს.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების კინომცოდნეობის სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის   სტუდენტებს.  განაცხადი  წარდგენილი უნდა იყოს კინომცოდნეობის  სპეციალობის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის  სტუდენტის მიერ.

 

კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული სტუდენტი.

 

  • პირველ ადგილზე გასული  სტუდენტი დაესწრება ბერლინის  საერთაშორისო  კინოფესტივალს. კინოცენტრი მას დაუფინანსებს ფესტივალის აკრედიტაციას, მგზავრობის, დღიურ და  სასტუმრო ხარჯებს.
  • მეორე ადგილზე გასული სტუდენტი დაჯილდოვდება საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის ერთი წლის  დაფინანსებით ან სტიპენდიით (იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს სასწავლო გრანტი).
  • მესამე ადგილზე  გასული სტუდენტი დაჯილდოვდება საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის ერთი სემესტრის  დაფინანსებით ან სტიპენდიით (იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს სასწავლო გრანტი).

 

 

საკონკურსო მოთხოვნები

 

კონკურსში  მონაწილეობის მისაღებად  კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

  1. განაცხადი;
  2. ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან, რომელიც ადასტურებს, რომ  კონკურსანტი  არის კინომცოდნეობის სპეციალობის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტი;
  3. ერთი ესე;
  4. პირადობის მოწმობის ასლი;
  5. ბიოგრაფია – CV;

საკონკურსო დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნას  ელექტრონულად შემდეგ ელექტრონული  მისამართზე t.gabidzashvili@gnfc.ge

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2019 წლის  22 ოქტომბერი,  17:00 სთ-მდე.

 

კონკურსი გაიმართება რამდენიმე ეტაპად;

კინოკრიტიკოსებისგან დაკომპლექტებული კომისია განიხილავს შემოსულ დოკუმენტაციის. შერჩეულ მონაწილეებს დაევალებათ რეცენზიების დაწერა, კომისიის მიერ შეთავაზებულ, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში გადაღებულ ქართულ ფილმებზე.

ფილმების ჩვენება გაიმართება  2019 წლის  28 ოქტომბრიდან 1 ნოემბრიდან.

 

შემდეგ ეტაპზე მოხდება კონკურსანტების მიერ  წარმოდგენილი რეცენზიების განხილვა კომისიის მიერ. რეცენზიების ჩაბარების ბოლო ვადაა 2019 წლის 25 ნოემბერი.

 

გადაწყვეტილება სამი გამარჯვებულის გამოვლენის თაობაზე მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით. კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან თბილისიის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში

 

თეა გაბიძაშვილი

ტელეფონი: 591109569

ელ. ფოსტა: t.gabidzashvili@gnfc.ge

 

იხილეთ ბრძანება.

2019-10-07T17:42:50+00:00