დაფინანსებაზე უპირატესობა მიენიჭება პროექტს, რომელის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები:
- საერთაშორისო კინოფესტივალების ფარგლებში ინდუსტრიული შეხვედრების, მასტერკლასებისა და ვორქშოფების ორგანიზება.
- საერთაშორისო ფონდებისა და პროგრამების წარმომადგენლების მოწვევა.
- ახალგაზრდა და დამწყები კინემატოგრაფისტების ფესტივალზე მონაწილეობის უზრუნველყოფა.
- ძირითად კონკურს(ებ)ში მონაწილე ფილმების ავტორების მოწვევა.
- ქართული ფილმების პროგრამის ან ქართველი რეჟისორის რეტროსპექტივის მოწყობა.
- ფესტივალში მონაწილეობას უნდა იღებდეს მინიმუმ 10 ქვეყანა.
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია, მოითხოვოს კინოფესტივალის ორგანიზატორებთან შეხვედრა ან დამატებითი საბუთების წარმოდგენა.
პროექტის განაცხადში მითითებული უნდა იყოს ფესტივალის წინა წლის საერთო ბიუჯეტი (ასეთის არსებობის შმთხევაში), 2020 წლის ფესტივალის მთლიანი ბიუჟეტი, ეროვნული კინოცენტრიდან მოთხოვნილი თანხის დეტალური ბიუჯეტი და მოწვეული სტუმრების სავარაუდო სია.
განაცხადების (თანდართული) მიღების საბოლოო ვადაა 2019 წლის 10 დეკემბერი.
დამატებითი ინფორმაციისა და პროექტის დაფინანსების განაცხადის ფორმის შევსებაზე კონსულტაციებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ კინოხელოვნების პოპულარიზაციის დეპარტამენტის უფროსს მანანა სურაძეს 577 553702 m.suradze@gnfc.ge.
პროექტის დასარეგისტრირებლად შევსებული და ხელმოწერილი განცხადის ფორმა, ასევე ყველა მოთხოვნილი საბუთი უნდა გადმოაგზავნოთ ელექრონულ მისამართზე: info@gnfc.ge
ეროვნული კინოცენტრი არაუგვიანეს 20 დეკემბრისა განიხილავს შემოსულ პროექტებს. გადაწყვეტილება გამოქვეყნდება კინოცენტრის ვებ-გვერდზე, ასევე წერილობით ეცნობება პროექტების ავტორებს.