ეროვნული კინოცენტრი პროდიუსერების განაცხადების მიღებას იწყებს
დეკემბერი 20, 2019

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იწყებს განაცხადების მიღებას კინოცენტრის მიერ დაფინანსებული სრულმეტრაჟიანი მხატვრული პროექტების დახმარების მიზნით ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე.

ბერლინის 70-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ეროვნული კინოცენტრი გეგმავს სხვადასხვა სახის ღონისძიებას, როგორიც არის მაგალითად კინოინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრა ან პროექტების პრეზენტაცია, რომელიც დაეხმარება ქართველ კინემატოგრაფისტებს ერთობლივი წარმოების ფილმების შექმნასა და დამატებითი ინვესტიციის მოპოვებაში.

განაცხადის წარდგენა შეუძლიათ პროდიუსერებს, რომელთაც მოპოვებული აქვთ ეროვნული კინოცენტრის სრულმეტრაჟიანი ფილმის წარმოების დაფინანსება და რომლებიც არ არიან შესული წარმოების პროცესში (ჯერ არ აქვთ გაფორმებული ხელშეკრულება კინოცენტრთან).
ეროვნული კინოცენტრი შერჩეულ პროდიუსერებს დაუფინანსებს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის აკრედიტაციასა და მგზავრობის ხარჯს.

განაცხადის წარდგენის აუცილებელი პირობები:

1) განაცხადის წარდგენა შეუძლია მხოლოდ ფილმის პროდიუსერს;
2) ფილმის პროექტი უნდა იყოს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი;
3) წარმოდგენილი ფილმის პროექტი არ უნდა იყოს შესული წარმოების პროცესში;
4) განმცხადებელმა უნდა დაწეროს განცხადება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის და ამასთან ერთად წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი (ფესტივალზე დაგეგმილი შეხვედრები, პარტნიორის მოძიების სტრატეგია თუ სხვა).
5) ფესტივალის დასრულების შემდეგ პროდიუსერი ვალდებულია ეროვნულ კინოცენტრს წარუდგინოს ფესტივალზე განხორციელებული აქტივობების ანგარიში.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 5 იანვარი.
გთხოვთ, მოთხოვნილი საბუთები გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
m.mariamidze@gnfc.ge
info@gnfc.ge
საკონტაქტო პირი: მარიამ მარიამიძე (საქმეთა მწარმოებელი)
ტელ: +995 32 2999 100 ; +995 577 752 545