ამირან დოლიძის “ცხოველი” მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე Go Short
აპრილი 27, 2020

ამირან დოლიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ცხოველი” წარმოდგენილია საერთაშორისო კინოფესტივალზე Go Short. “ცხოველი” მონაწილეობს ფესტივალის ევროპულ საკონკურსო პროგრამაში.

წელს Go Short განსხვავებული ფორმატით, დისტანციურად ტარდება. ფესტივალის პროგრამის ნახვა მაყურებელს შეუძლია 2020 წლის 15 აპრილიდან 13 მაისის ჩათვლით მოცემულ ბმულზე: https://www.goshort.nl/en/onlineprogram/

“ცხოველი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა შედგა 2019 წელს ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე. ამავე წელს “ცხოველი” ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჯილდოს მფლობელი გახდა.