თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი
ივნისი 29, 2021

29 ივნისს, კინოთეატრ „ამირანში“, თბილისის რიგით მე-13 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი კინორეჟისორ ალექსანდრე რეხვიაშვილის მიერ 1971 წელს გადაღებული ფილმით „ნუცა“ და მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენით გაიხსნა.

ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში, სელექციის შედეგად, 11 ქვეყნის 32 ფილმი მონაწილეობდა. საკონკურსო ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ კინომცოდნეები ლელა ოჩიაური და თეო ხატიაშვილი, ასევე სტუდენტი-კინომცოდნე ლაშა ბურჯანაძე,
გამოავლინეს გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:

ფესტივალის გრან პრი

I’m here / Film by Julia Orlik / Animation
The Polish National Film, Television and Theatre School in Lodz / POLAND

საუკეთესო მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი

The Dregs / Film by Yuval Nitzan / Short Fiction
The Jerusalem Sam Spiegel Film School / ISRAEL

საუკეთესო ანიმაციური ფილმი

Skyscraper / Film by Davit Shekriladze / Animation
TAFU / GEORGIA

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი

Lazare / Film by Levan Chkonia / Documentary
TAFU / GEORGIA

პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის

Sea by the river and the river by the sea / Film by Sovran Nrecaj / Short Fiction
Sarajevo Film Academy / BOSNIA AND HERZOGOVINA

ჟიურის სპეციალური აღნიშვნის დიპლომი

Mila / Film by Salome Vepkhvadze / Short Fiction
TAFU / GEORGIA

ფესტივალზე ფიჩინგ ვორქშოფი ჩაატარა გერმანიაში მოღვაწე ქართველმა კინორეჟისორმა ზაზა რუსაძემ, რის შემდეგაც ჟიურის წევრებმა – დავით ჯანელიძემ, ქეთი მაჭავარიანმა და ვოვა კაჭარავამ გამოავლინეს შემდეგი გამარჯვებულები:

1. პირველი ადგილი – გაბრიელ ხოტივარი – „კატაბაზისი”
2. მეორე ადგილი – გიორგი გეთიაშვილი – „კახაბერი“
3. მესამე ადგილი – სალომე ვეფხვაძე – „ბედის მწერლები“

ფესტივალის ფარგლებში ასევე ჩატარდა სალომე ჯაშის, თინათინ კვინიკაძის, პაატა გოძიაშვილისა და დავით ფირცხალავას მასტერკლასები.

ფესტივალი ხორციელდება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, გოეთეს ინსტიტუტის, კინოთეატრ „ამირანისა“ და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.