2014 წელს საქართველოდან ოსკარზე წარსადგენი ფილმის შერჩევა
ივლისი 31, 2014
“ამერიკის კინოაკადემიამ ” საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს მიმართა თხოვნით შეირჩეს 2014 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან.
- კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აცხადებს კანდიდატი ფილმის შესარჩევად განაცხადების მიღებას.
- განიხილება ფილმები, რომლებიც აკმყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
- 2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 30 სექტემბრამდე 7 დღის განმავლობაში უწყვეტად იდგა/დადგება კინოთეატრში;
- აღნიშნულ ფილმს გააჩნდა ინდუსტრიაში მიღებული ფორმის რეკლამა (აფიშა, თრეილერი);
- ფილმს მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული მინიმუმ ერთი საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში. ფილმი, მის სათეატრო პრემიერამდე, არ შეიძლება ნაჩვენები იყოს ტელევიზიით ან ინტერნეტით;
- ფილმის შემოქმედებით ჯგუფს მეტწილად უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები და/ან რეზიდენტები;
- განაცხადში ფილმის მწარმოებელმა უნდა დაადასტუროს, რომ ფილმი აკმაყოფილებს ან დააკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს და მას აქვს უფლება და სურვილი წარმოადგინოს ფილმი განსახილველად.
- განაცხადს მწარმოებელმა უნდა დაურთოს ფილმის ასლი DVD/BluRay ან DCP-ზე, ინგლისურენოვანი სუბტიტრების თანხლებით. BluRay/DCP განმცხადებელს დაუბრინდება ფილმების განხილვის შემდეგ. DVD ვერსია დარჩება კინოცენტრის არქივში.
- წარმოდგენილი ფილმის ვარიანტი უნდა შეესაბამებოდეს ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების შესაბამისად, კინოთეატრში კომერციულად ნაჩვენებ ვარიანტს.
- განაცხადს უნდა ერთვოდეს ფილმზე მომუშავე პირების სია (Credit List) იგლისურ ენაზე, კინოცენტრის/კინოაკადემიის შემოთავაზებულ ფორმატში.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 20 აგვისტო.
სხვა პირობები:
- იმ შემთხვევაში თუ პროექტი ჯერ არ აკმაყოფილებს კომერციულ კინოთეატრში 7-დღიანი უწყვეტი კომერციული ჩვენების მოთხოვნას, აუცილებელია განმცხადებელმა დაადასტუროს, რომ 30 სექტემბრამდე ფილმი 7-დღის განმავლობაში უწყვეტად იქნება ნაჩვენები კინოთეატრში/კინოთეატრებში და დააკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს.
- კვალიფიციური ფილმების ჩვენება კომისიის წევრებისათვის გაიმართება სექტემბერში
- კომისიის წევრების და კენჭისყრის შედეგად შეირჩევა კინო აკადემიისათვის წარსადგენი ერთი ფილმი.