ქართული კინო MoMA-ში – ქართული კინემატოგრაფის აღმოჩენა სხვა კონტინენტზე
სექტემბერი 7, 2014
2014 წლის სექტემბრიდან ამერიკის შეერთებული შტატები ქართულ კინოს გაიცნობს.
 
ქართული ფილმების ყველაზე მასშტაბურ რეტროსპექტივას ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე – MoMA – ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი 23 სექტემბრიდან უმასპინძლებს. გახსნა დაგეგმილია 23 სექტემბერს.
 
50-მდე ქართული ფილმის ჩვენება MoMA-ს პარალელურად გაიმართება ბერკლიში და მოგვიანებით ვაშინგტონში.
ნაჩვენებიიქნება დაახლოებით 45 ქართული ფილმი – როგორც საუკუნოვანი ქართული უხმოკინო და საბჭოთა პერიოდის კინოკლასიკა,ისე ახალი ქართული წარმატებულიფილმები.

პროგრამის შედგენის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ფილმების სიას თავად მასპინძელი მხარე – MoMA-ს წარმომადგენლები ადგენენ. პროექტის პირველ ნაწილს სიმბოლურად ეწოდა ოჯახური ამბავი, რომელიც მოიცავს 1920 წლიდან დღემდე – სამი სხვადასხვა თაობის კინემატოგრაფისტი ოჯახების შემოქმედებას (23 სექტემბერი –16 ოქტომბერი, 2014,) მეორე ნაწილს კი ქვია -ცისფერი მთები და მას შემდეგ ( 22 ნოემბერი – 21 დეკემბერი, 2014).

პროექტს შესაძლოა ეწოდოს საუკუნის პროექტი. მასზე მუშაობა მიმდინარეობდა თითქმის 25 წლის განმავლობაში. ქართული ფილმების ასეთი მასშტაბური რეტროსპექტივა პარიზში პომპიდუს ცენტრის (მე-20 საუკუნის 80-იანი წლები) შემდეგ მსოფლიოში არ ყოფილა.

ქართული კინოს დღეების ორგანიზატორები – ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი MoMA, კალიფორნიის უნივერსიტეტი – ბერკლი, Pacific Film Archive;

რეტროსპექტივის მხარდამჭერები საქართველოდან:  საქართველოს საელჩო აშშ-ში; საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს კულტურისა დაძეგლთა დაცვის სამინისტრო; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

MoMA-ს მიერ შერჩეული ფილმების დიდინაწილი ამერიკის სხვადასხვა არქივში ინახება, გარკვეული ნამუშევრები საქართველოდან იგზავნებადა კინოფირების დიდი ნაწილი მსოფლიოს სხვადასხვა არქივიში მოიძებნა, მათ შორის მოსკოვის კინოარქივში – “გოსფილმფონდი”.

ნიუ იორკში ქართული ფილმების რეტროსპექტივის გახსნა ემთხვევა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას.

მომას ვებ გვერდზე ინფორმაცია