VISIONS DU RÉEL ფოკუსი საქართველო
სექტემბერი 18, 2014

VISIONS DU RÉEL, 17-25 აპრილი, 2015
 

 
FILM NYON-ის საერთაშორისო კინოფესტივალი
 

FOCUS, რომელსაც მხარს უჭერს შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტო (SDC), აცხადებს შეოქმედებითი დოკუმენტური ფილმების პროექტების მიღებას 2015 წლისთვის. საქართველოდან შემოტანილი განაცხადები მოიცავს პროექტებს სცენარის განვითარების, წარმოების ან პოსტ-პროდუქციის ეტაპზე.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადაა 2014 წლის 15 ნოემბერი.

 
FOCUS
ყოველწლიურად, Visions du Réel ფესტივალის განმავლობაში, FOCUS ყურადღებას ამახვილებს აღმოსავლეთის ან სამხრეთის ქვეყანაზე, რომელსაც სურს დოკუმენტური პროდუქციის გატანა საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვეულებრივ მაყურებელსა და კინემატოგრაფისტებს საშუალება ეძლევათ აღმოაჩინონ მასპინძელი ქვეყანა – მისი სოციალური და კულტურული სპეციფიკა. გარდა ამისა, ჩვენი მიზანია კავშირების დამყარება კინოინსტიტუტებს, პროდიუსერებსა და რეჟისორებს შორის სხვადასხვა ქვეყნიდან. ფესტივალის ყურადღების ცენტრშია შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმები. ასევე ჩვენი მიზანია ქსელური მუშაობის თვის ხელსაყრელი ატმოსფეროს შექმნა.
 

 

FOCUS მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
+ 15 განსხვავებული მეტრაჟის ფილმი, რომლებიც წარმოებულია 2000-2015 (მოკლემეტრაჟიანი, საშუალო მეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი) მონაწილეობს ფესტივალის ოფიციალურ პროგრამაში (კინოცენტრი მხოლოდ სთავაზობს ფილმებს – საბოლოო პროგრამა შეირჩევა ფესტივალის მიერ). მათი სია მოცემულია ოფიციალურ ბუკლეტში, დეტალები კი ფესტივალის ყოველწლიურ კატალოგში. გარდა ამისა, ეს ფილმები მოხსენიებულია ფესტივალის ყველა საინფორმაციო მასალაში: ფესტივალის ბროშურაში (რომელიც დაურიგდება 8000-მდე ადამიანს), მასპინძელი ქვეყნის Facebook ფანების გვერდზე (რომელსაც ათვალიერებს 8000-ზე მეტი ადამიანი) და სხვა ოფიციალურ პუბლიკაციებში.

 
+ ღონისძიება Focus Talk არის მთლიანი დღე, რომელიც ეთმობა კონფერენციებს, პრეზენტაციებს, ინდივიდუალურ შეხვედრებს, ასევე შეხვედრებს სრულმეტრეჟიანი შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმების კოპროდუქციასთან დაკავშირებით, რათა შეიქმნას ორიგინალური, ახლებური ხედვის მქონე, კრეატიული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის პროექტი, რომლებსაც ახასიათებთ არტისტული ამბიცია, გამოხატავენ რეჟისორის ინდივიდუალურ ხედვას და რომელთაც გააჩნიათ კონკურენტუნარიანობა კინოგაქირავების კუთხით.
 
გარდა ამისა, ტარდება ზოგადი საუბრები, სადაც განიხილება საქართველოს კინემატოგაფიული ლანდშაფტი (პროფესიონალები, თემები, ფილმები), კინოინდუსტრიის სტრუქტურა (პროდუქცია/დისტრიბუცია), ანუ ტარდება ლექციები და მაგალითების განხილვა ფართო და ვიწროპროფესიული აუდიტორიისთვის;

ჩატარდება მოკლე საჯარო პრეზენტაციები (10 წუთი, ვიზუალური მასალების/ტრეილერის ჩვენებით) ხუთი ქართული ფილმისა, რომლებსაც შეარჩევს Visions du Réel-ის მიერ შედგენილი ჟიური.

 
ინდივიდუალური შეხვედრები: თითოეულ პროექტის გუნდს შესაძლებლობა ექნება შეხვდეს შვეიცარიელ და სხვა ევროპელ კინემატოგრაფისტებს (პროდიუსერებს, დისტრიბუტორებს, ფონდების წარმომადგენლებს და სხვა).

 

+ დაჯილდოვების ცერემონიალზე Prix Visions Sud Est, ფულადი ჯილდო 10.000 შვეიცარული ფრანკის ოდენობით გადაეცემა ერთ გამარჯვებულ პროექტს საქართველოდან.

განაცხადი:
 

 

განაცხადის ფორმა უნდა შეივსოს ინგლისურად (http://www.visionsdureel.ch/docm/focus), გარდა ამისა, უნდა გამოგვიგზავნოთ ლინკი, სადაც შესაძლებელი იქნება თქვენი ვიზუალური მასალების ნახვა (ფოტოები, ტრეილერი ან ფრაგმენტები და/ან რეჟისორის წინა ნამუშევარი). თუ ონლაინ ლინკის ნაცვლად გსურთ გამოაგზავნოთ DVD, დაგვიკავშირდით მისამართზე Visions du Réel, Place du Marché 2, CH 1260 Nyon