BIAFF 2014-ის დახურვის ცერემონია და გამარჯვებულები
სექტემბერი 22, 2014

21 სექტემბერს,
19:30-ზე ბათუმის საზაფხულო თეატრში ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართა. საერთაშორისო ჟიურიმ პრიზები სამ საკონკურსო სექციაში გასცა – საერთშორისო მხატვრული, დოკუმენტურi და მოკლემეტრაჟიანი.

 

BIAFF საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ (რომან ბალაიანი, ალისა სიმონი, პაველ ივანოვი, მიხაილ სტამბოლციანი და ზაზა ურუშაძე) შემდეგი პრიზები გასცა:

· გრანპრი – „ფრენკი”, ლენი აბრაჰამსონი, გაერთიანებული სამეფო/ირლანდია, 2014

· ჟიურის სპეციალური პრიზი – „პატარძლები”, თინათინ ყაჯრიშვილი, საქართველო/საფრანგეთი, 2014

· საუკეთესო რეჟისურა – ივან ი. ტვერდოვსკი ფილმისათვის „გამოსასწორებელი კლასი”, რუსეთი/გერმანია,
2014

· საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ირფან ხანი – „ლანჩბოქსი”, ინდოეთი/საფრანგეთი/გერმანია/აშშ, 2013

· საუკეთესო მსახიობი ქალი – სილვი მარინკოვიჩი – „განკურნება” ანდრეა სტაკას მიერ, შვეიცარია/ხორვატია, ბოსნია-ჰერცოგოვინა,
2014

 

BIAFF 2014-ის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ (ანდრიუს სტონისი, პაველ ლოზინსკი, ულვი მეტი, მიროლიუბ ვუსკოვიჩი და ანა ძიაპშიპა) შემდეგი პრიზები გასცა:

· საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – მაიდან, სერგეი ლოზნიცა, უკრაინა/ნიდერლანდი,
2014

· სპეციალური პრიზი – აგვისტოს მოლოდინში, თეოდორა მიჰაი, ბელგია/რუმინეთი, 2014

 

BIAFF 2014-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ (მიხეილ კობახიძე, მირა სტალევა, ეკატერინა ჩერქეს-ზადე, ლატავრა დულარიძე, ენდრიუ ვიალი) შემდეგი პრიზები გასცა:

 

· საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმიზეთის ლამფა, ჰუ ვეი, საფრანგეთი/ჩინეთი, 2013

 

BIAFF-ის პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ:

· რომან ბალაიანს (უკრაინა)

· ირაკლი კვირიკაძე (საქართველო)

· ავთო მახარაძე (საქართველო)

 

 

დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ ნაჩვენები იქნა ბათუმის კინოფესტივალის დახურვის ფილმი – “სიმინდის კუნძული”, გიორგი ოვაშვილი, საქართველო/საფრანგეთი/ყაზახეთი/ გერმანია/ ჩეხეთი; 2014