გამოცხადდა 2014 წლის ქართული ფილმების ყოველწლიური კატალოგისათვის მასალების მიღება
ოქტომბერი 2, 2014
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აცხადებს მასალების მიღებას 2014 წლის ქართული ფილმების ყოველწლიური კატალოგისათვის.
კატალოგში წარმოდგენილი იქნება :
- მხატვრული სრულმეტრაჟიანი
- მხატვრული მოკლემეტრაჟიანი
- დოკუმენტური და ანიმაციური ფილმი
- ფილმები წარმოების პროცესში
კატალოგისათვის საჭირო მასალების ნუსხა:
- ფილმის სათაური (ქართულ და ინგლისურ ენებზე)
- ქრონომეტრაჟი, ფორმატი, ჟანრი
- რეჟისორი
- სცენარის ავტორი
- ოპერატორი
- მსახიობები
- პროდიუსერი
- მწარმოებელი კომპანია (კომპანიის სრული დასახელება, მისამართი, ინდექსი, ტელეფონი, ელ-ფოსტა)
- ფილმის მოკლე ანოტაცია
- რეჟისორის ბიოგრაფია
- ფილმოგრაფია (ფილმები დაწყობილი უნდა იქნას ბოლოდან პირველისკენ. მაგ, „ფილმი(2014); ფილმი (2013); ფილმი (2012) და ა.შ.)
- რეჟისორის ფოტო
- 2 კადრი ფილმიდან (მაღალი ხარისხის)
მასალები მიიღება 2014 წლის 10 ნოემბრამდე
ელექტრონულ მისამართზე m.suradze@gnfc.ge
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ პროექტების დაფინანსების მენეჯერ მანანა სურაძეს
2 999 200 (115)
მობ: 5 77 553702