4 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ეროვნულ კინოცენტრში გაიმართება პრესკონფერენცია
ფესტივალ CinéDOC–Tbilisi –თან დაკავშირებით.
CinéDOC–Tbilisi–ი პირველი საერთაშორისო დოკუმენტური
ფილმების ფესტივალია კავკასიაში, რომლის ფოკუსშია შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმები.
2014 წლის 14-19 ოქტომბერს ფესტივალი წელს
თბილისში მეორედ ტარდება. 5 დღის მანძილზე
მაყურებელი გაეცნობა სხვადასხვა ჟანრის დოკუმენტურ ფილმებს, რომლებიც ქართული რეალობისთვის აქტუალურ თემებს შეეხება.
CinéDOC–Tbilisi – ფესტივალს კინოთეატრები „ამირანი” და „რუსთაველი” უმასპინძლებს. კინოფესტივალის გახსნა -14 ოქტომბერს
კინოთეატრ „ამირანის” მთავარ დარბაზში შედგება, დახურვის ცერემოინია კი -18
ოქტომბერს გაიმართება. დასწრება შეეძლებათ მხოლოდ მოწვეულ სტუმრებს. ფესტივალის ყოველი ფილმის ჩვენების შემდეგ
მაყურებელს საშუალება ექნება ფილმის რეჟისორს
უშუალოდ დაუსვას კითხვები.
CinéDOC–Tbilisi-ის ფესტივალს წელს ებრაელი რეჟისორის – ბარაკ ჰეიმენის
დოკუმენტური ფილმი Do you believe in love გახსნის.
ეროვნული კინოცენტრი ფესტივალის ტრადიციული მხარდამჭერია.
წელს ფესტივალი შემდეგი ქვეყნების 50-მდე დოკუმენტურ ფილმს და მათ ავტორებს უმასპინძლებს: ისრაელი,საქართველო, თურქეთი, სომხეთი, რუსეთი, უკრაინა,პოლონეთი, უნგრეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები, კვიპროსი, ბულგარეთი, კანადა, ბელგია, გერმანია,ბრაზილია,დანია. მაყურებელი
ფესტივალის სხვადასხვა სექციაში სამი ქართველი რეჟისორის კინონამუშევრებს იხილავს.
წარდგენილი იქნება ზურაბ ინაშვილის დოკუმენტური ფილმი “სხვა ქალაქი”, ასევე შალვა შენგელის ნამუშევარი “ხელმწიფე” და ანა ციმინტიას დოკუმენტური
ფილმი სახელწოდებით „ბიბლიოთეკა”.
ფესტივალი შედგება 3 სექციისგან:
–საერთაშორისო საკონკურსო პროგრამა
–Focus
Caucasus
–CinéDOC-Young
საერთაშორისო საკონკურსო პროგრამა CinéDOC-Tbilisi–ის ძირითად სექციას წარმოადგენს. მონაწილე 9
ფილმიდან გამარჯვებულს დოკუმენტური კინოს ექსპერტებით, ფილმის კრიტიკოსებითა და რეჟისორებით
დაკომპლექტებული საერთაშორისო ჟიური გამოავლენს.
2014 წელს საერთშორისო საკონკურსო
პროგრამის ჟიურის წევრები არიან: საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის
დირექტორი ნანა ჯანელიძე, ევროპაში
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტური კინოფესტივალის “Vision du
Reel” –ის დირექტორი ლუჩიანო ბარისონეbშვეიცარიიდან, სიმონე ბაუმანი გერმანიიდან.
Focus Caucasus– სექცია ეძღვნება კავკასიის რეგიონის
დოკუმენტურ კინოს და მოიცავს როგორც კავკასიელი კინემატოგრაფისტების ნამუშევრებს, ასევე ფილმებს, რომლებიც თემატურად ამ რეგიონს ეხება. აღნიშნული სექციისთვის შერჩეულია 9 ფილმი, ფოკუსით– საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და მეზობელი ქვეყნები – რუსეთი, თურქეთი.
“Focus Caucasus” არ არის
მხოლოდ კინოფესტივალის სექცია, ის ასევე წარმოადგენს რეგიონალური თანამშრომლობის
პლატფორმას სამხრეთ კავკასიაში. ამ სექციაში მოწვეულნი იქნებიან რეჟისორები,პ როდუსერები და სხვა მედია პროფესიონალები
იმისათვის, რომ თავიანთი ფილმები წარუდგინონ მაყურებელს და განიხილონ
რეგიონალური თანამშრომლობის მოდელი.
წლევანდელი საფესტივალო გამოშვების Focus Caucasus–ის ჟიურის წევრებს წარმოადგენენ: გოეთეს ინსტიტუტის
დირექტორი დოქტორი შტეფან ვაკვიცი, უკრაინის დოკუმენტური ფილმების ფესტივალის
ორგანიზატორი დარია ბაზელი, საერთაშორისო ფესტივალის Movies that Matter- ის (MTM)
ორგანიზატორი ერიკ ფანხისენი.
CinéDOC Tbilisi-ის მესამე სექციას
წარმოადგენს CinéDOC Young–ი, რომლის ფარგლებში ნაჩვენები
იქნება დოკუმენტური ფილმები, რომლებიც მნიშვნელოვანია
ახალგაზრდა თაობის განვითარებისთვის:მოზარდთა პორტრეტები, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, გენდერი, ეკოლოგია და სხვა. საფესტივალო ჯგუფი წინასწარ მოივლიან
სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო ცენტრებს. ახალგაზრდები გაეცნობიან CinéDOC Young–ის პროგრამას და ამ სექციაში წარმოდგენილ
ფილმებს. ამასთან, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ
მოამზადონ ესსე ან ვიზუალური არტი.მათი ნაშრომები
გამოიფინება ფესტივალის ფარგლებში. საუკეთესო
ნაშრომების ავტორებს გადაეცემათ პარტნიორი ორგანიზაციების მიერ დაწესებული სხვადასხვა
სახის პრიზები.
კინოჩვენებების
შემდეგ გაიმართება დისკუსიები,რომლებსაც წარუძღვებიან
ბავშვთა ფსიქოლოგები, მასწავლებლები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები
და ასევე, უფროსკლასელები. მოზარდები შეხვდებიან ფილმების
ავტორებს, გაესაუბრებიან მათ, მაყურებელი ბავშვები ხმის მიცემის წესით გამოავლენენ
გამარჯვებულ ფილმს და რეჟისორს თავად გადასცემენ პრიზს.
სხვა სექციები და ჩვენებები
უკვე მესამე წელია გოეთეს ინსტიტუტი CinéDOC–Tbilisi-ის ფესტივალის მნიშვნელოვანი
პარტნიორია. წლევანდელი ფესტივალის
ფარგლებში სპეციალურ ჩვენებებს
სწორედ საქართველოს გოეთეს
ინსტიტუტი უმასპინძლებს. სექცია „უკრიანის ხმა” მაყურებელს სამ
თანამედროვე უკრაინულ დოკუმენტურ ფილმს
წარუდგენს. სექცია „სხვა სივრცე” კი –
მიგრაციის და ემიგრაციის თემასთან დაკავშირებულ დოკუმენტურ ფილმებს. ფესტივალზე
წარმოდგენილი იქნება IDFA Bertha Fund- ის მიერ დაფინანსებული საუკეთესო
ფილმები სექციაში „IDFA ფოკუსი”. სპეციალური
ჩვენებების შემდეგ თემების გარშემო გაიმართება ვრცელი დისკუსია.
ამასთანავე CinéDOC–Tbilisi-ის ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია
მასტერკლასები. მათ შორის სიმონე ბაუმანის მასტერკლასი, რომელიც ევროპაში თანამედროვე კოპროდუქციას შეეხება.
ფესტივალის ორგანიზატორები გეგმავენ მასტერკლასს თანამედროვე დოკუმენტური ფილმის მონტაჟთან
დაკავშირებით, რომელიც დოკუმენტური კინემატოგრაფიით დაინტერესებულ ადამიანებს ბევრ ახალ და თანამედროვე იდეას გააცნობს.
CinéDOC–Tbilisi წელსაც არ
დაარღვევს ფორმატს და მაყურებელს კვლავაც შესთავაზებს რამდენიმე თოქ-შოუს,
რომელსაც საფესტივალო კაფე Divan-ი უმასპინძლებს. აქვე მოეწყობა ფესტივალზე
წარმოდგენილი ფილმების განსხვავებული თემების განხილვაც.
თოქ-შოუ
რეჟისორებსა და დამსწრე საზოგადოებას შორის კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართება.
ფესტივალის პარტნიორები და მედიაპარტნიორები:
CinéDOC–Tbilisi-ისფესტივალს პარტნიორობას წელსაც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ფესტივალი IDFA უწევს, რომელიც ტრადიციულად ყოველ წელს
ამსტერდამში ნოემბრის თვეში იმართება. გარდა ამისა CinéDOC–Tbilisi -ის პარტნიორები
არიან: Movies that Matter, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, გოეთეს ინსტიტუტი, საქართველოს კულტურისა და
ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა
სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი,თბილისის მერიის
კულტურული ღონისძიებების ცენტრიდოკუმენტური ფილმების სტუდია.
ფესტივალის სატელევიზიო მხარდაჭერას უზრუნველყოფს „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი”, „არტარეა TV” , “პალიტრა TV”,Georgia News TV (პირველი
ინგლისურენოვანი ინტერნეტტელევიზია).
ფესტივალის მთავარი რადიოპარტნიორები არიან:
„პირველი რადიო” (FM 106.4), „რადიო პალიტრა” (FM 103.9), რადიო „შოკოლადი” (FM
98.5), რადიო „იმედი”(FM 105.9).
ფესტივალის მედია პარტნიორები არიან: გაზეთები „კვირის
პალიტრა” და Georgian Journal-ი, ჟურნალი „ლიბერალი”, საინფორმაციო სააგენტო IPN.ge (ინტერპრესნიუსი).
CineDOC Tbilisi-ის პარტნიორები არიან წიგნების
მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი” და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, საფესტივალო კაფე
Divan-ი.
უცხოელი სტუმრების
დელეგაციებს მასპინძლობს სასტუმრო Rooms-ი
რუსთაველზე, ასევე სასტუმრო River Side-ი.
დამატებითი ინფრომაცია
web :http://www.cinedoc-tbilisi.com/?page_id=373
facebook : https://www.facebook.com/CinedocTbilisi?fref=ts