6 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში გაიმართება პრესკონფერენცია ქართველი ქალი კინორეჟისორების ფილმების ბუსანის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
პრესკონფერენციას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ნანა დოლიძე, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე და რეჟისორი ლანა ღოღობერიძე.
ბუსანის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2-11 ოქტომბერს, სპეციალურ პროგრამაში „ფოკუსი” წარმოდგენილი იქნება „ ქართველი ქალი კინორეჟისორების სიძლიერე” – ქალი კინორეჟისორების 12 განსხვავებული ფილმი, საქართველოს პირველი ქალი რეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის, ნამუშევრიდან „ახალი ქართული ტალღის” თაობის წარმომადგენლებამდე. სპეციალური პროგრამა ეძღვნება საქართველოს და ქართველ ქალ რეჟისორებს.
ქართული ფილმები ბუსანის ფესტივალზე პირველად მონაწილეობს.