3-5 დეკემბერი
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი მოხარულია გაცნობოთ ინდუსტრიული დღეების პირველი გამოშვების გახსნის შესახებ.
მხოლოდ 2014 წელს ათი ქართული ფილმი აჩვენეს მსოფლიოს წამყვან კინოფესტივალებზე ბერლინში, ვენეციაში, სტოკჰოლმში, ჩიკაგოში და ა.შ. ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი სპეციალურ რეტროსპექტივას ატარებს ქართული კინოს შესახებ, ბუსანის საერთაშორისო კინოფესტივალმა ( სამხრეთ კორეა) კი ქართველ ქალ რეჟისორებს სპეციალური სექცია მიუძღვნა.
მიიღოთ უახლესი ინფორმაცია სწრაფადგანვითარებადი ქართული კინოინდუსტრიის შესახებ: შეხვდეთ ახალგაზრდა, ნიჭიერ ადამიანებს, გაეცნოთ საქართველოში გადაღებისა და კო-პროდუქციის შესაძლებლობებს.
განიხილოთ თემატური საკითხები სტუმრებთან და ახალგაზდა ტალანტებთან ერთად პანელ-დისკუსიებზე.
რეგისტრაციისთვის გთხოვთ მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე: office@tbilisifilmfestival.ge , სათაური- “Industry Days”.
ფესტივალისა და პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ჩვენი ვებგვერდი: www.tbilisifilmfestival.ge
- 10 ახალი ქართული ფილმის პროექტის ფიჩინგის სესია: პრეზენტაციას საერთაშორისო ჟიური შეაფასებს, გამარჯვებული პროექტი 3000 ლარით დაჯილდოვდება. პრიზი ქართული კინოს განვითარების ფონდმა დააწესა. ჟიურის თავმჯდომარე თურქი პროდუსერი ზეინეპ ატაკანი იქნება (ნური ბილგე ჯეილანის „ ზამთრის ძილი”). ფიჩინგ ტრენინგს მედიენბორდ ბერლინ-ბრანდერბურგის წარმომადგენელი ბრიგიტე მანთაი გაუძღვება (გერმანია).
- საერთაშორისო კო-პროდუქციის შეხვედრები:
საერთაშორისო და რეგიონალურ პროდიუსერებსა და რეჟისორებს ექნებათ შანსი შეხვდნენ ერთმანეთს სასიამოვნო გარემოში და ესაუბრონ საკუთარ პროექტებზე, განიხილონ თანამშრომლობა. შესაძლებელია დაიგეგმოს პერსონალური შეხვედრებიც.
- საუკეთესო ფიჩინგის დაჯილდოების ცერემონია
- საღამოს კოქტეილი
ხუთშაბათი, 4 დეკემბერი
- პრეზენტაცია საერთაშორისო კინოპროფესიონალებისთვის: კინოს გადაღება საქართველოში (დაფინანსების შესაძლებლობები და ლოჯისტიკა- საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი).
- პრეზენტაცია საქართველოში გადაღების შესახებ: როგორ დავაზღვიოთ კინოწარმოება.
- პანელ-დისკუსიები
- საღამოს კოქტეილი
- პარასკევი 5 დეკემბერი
- ქართული რეგიონალური კინოს კონფერენცია: რეგიონალური კინოთეატრებისა და კინოჩვენებების ქსელის შექმნა, როგორც პირველი ნაბიჯი ქართული კინო ბაზრის აღორძინებისთვის.
- პანელ დისკუსიები
- საღამოს კოქტეილი