2015 წელს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის კონკურსის საბოლო ოშედეგები
იანვარი 21, 2015
  21 იანვარს გამოვლინდნენ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ 2015 წელს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოების დასაფინანსებლად გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები. კონკურსის მეორე ტურში მონაწილე 4 პროექტს შორის ქულები ასე განაწილდა.

1. უცხო  (პროდიუსერი -შპს „მილიმეტრ ფილმი” დირექტორი – სულიკო წულუკიძე, რეჟისორი – დიმიტრი მამულია)– 162  ქულა.
2. ჩემი  ბედნიერი  ოჯახი  (პროდიუსერი – შპს „პოლარე ფილმი” დირექტორი – ნანა ექვთიმიშვილი, რეჟისორი – ნანა ექვთიმიშვილი) – 157  ქულა.
3. ვენეცია  (პროდიუსერი – შპს „ნიკე სტუდიო” დირექტორი – რუსუდან ჭყონია, რეჟისორი – რუსუდან ჭყონია) –  131  ქულა.
4. მაღლა აწეული ხელები  (პროდიუსერი – შპს „გოგო ლები” დირექტორი – ქეთი მაჭავარიანი, რეჟისორი – ქეთი მაჭავარიანი ) – 130  ქულა.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დაფინანსებას საექსპერტო კომისიის რეკომენდაციით მიიღებს პირველ-მეორე ადგილზე გასული პროექტები:

1. უცხო  — 507 708 ლარი
2. ჩემი  ბედნიერი  ოჯახი   — 550 000 ლარი