ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის მიზნით
5 თებერვალს, 14:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება ბრიფინგი ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებასთან დაკავშირებით.
ბრიფინგს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე გაუძღვებიან.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილება – პირებს, რომლებიც კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრიდან მოიპოვებენ კინოწარმოებისთვის დაფინანსებას, მოგების გადასახადი დაეკისრებათ მხოლოდ ფილმის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ. ამ დრომდე არსებული რეგულაციით, ხდებოდა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების დაბეგვრა ჯერ კიდევ ფილმის ექსპლუატაციაში შესვლამდე, რაც ხელს უშლიდათ კინომწარმოებლებს მოპოვებული დაფინანსების დანიშნულებისამებრ, სრულფასოვნად გამოყენებაში.
მწარმოებელს ასევე ეძლევა ექსპლუატაციაში შესულ ფილმზე, როგორც არამატერიალურ აქტივზე 100 % იანი ამორტიზაციის დარიცხვის უფლება.
ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში შევიდა 2015 წლის 1 იანვრიდან, 309-ე მუხლში 65-ე, 66-ე, 67-ე პუნქტების დამატების სახით.