ცხადდება სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის წარმოების დაფინანსების კონკურსი
თებერვალი 20, 2015

კონკურსის მიზანი

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით ეროვნული ფილმების წარმოების დაფინანსება.

2015  წლის  20  თებერვალს   ცხადდება კონკურსი სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის წარმოების დაფინანსების მიზნით.

უფლებამოსილი კონკურსანტი

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.

საექსპერტო კომისიაში პროექტის განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის მიერ, რომელიც შეიძლება იყოს გადასახადის გადამხდელი როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი.

აღნიშნული პირობის დაკმაყოფილება განისაზღვრება როგორც პროდუსერის საგანაცხადო ვალდებულება.

დაფინანსება

კონკურსში გამარჯვებული პროექტ(ებ)ი კინოცენტრის მიერ დაფინანსდება ფილმის საერთო ბიუჯეტის 75% -მდე, საექსპერტო კომისიის რეკომენდებული თანხის შესაბამისად.

ბიუჯეტი

საკონკურსო ფონდი შეადგენს  300 000 (სამასი ათასი) ლარს. კომისია უფლებას იტოვებს სრულად არ გახარჯოს საკონკურსო ფონდი.

დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობა

ეროვნული კინოცენტრი კომისიის რეკომენდაციით დააფინანსებს მინიმუმ 5  (ხუთ) პროექტს.

ქრონომეტრაჟი

სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 52 წთ-ზე
ნაკლები, მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის 52 წთ-ზე მეტი.

კონკურსის ტურები

კონკურსი ტარდება ორ ტურად.

პირველ ტურში საექსპერტო კომისიის წევრები ეცნობიან კონკურსზე შემოტანილ პროექტებს და აფასებენ დადგენილი ქულების სისტემის საფუძველზე.

კომისია განსაზღვრავს იმ მინიმალურ ქულათა ოდენობას, რომელიც უნდა მიიღოს პროექტმა მეორე ტურში გადასასვლელად.

მეორე ტურში გადავლენ მხოლოდ ის პროექტები, რომელთა ქულა აღემატება კომისიის მიერ დადგენილ მინიმალურ ბიჯს.

პროექტები, რომლებიც არ გადავიდნენ მეორე ტურში კონკურსს ეთიშებიან.

მეორე ტური გულისხმობს პროექტის პრეზენტაციას კომისიის წევრების წინაშე.

მეორე ტურის შედეგად კომისიის წევრები აფასებენ პროექტის პრეზენტაციას და წერენ შესაბამის ქულას.

კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ცალკეული პროექტის  ქულათა საერთო ჯამის საფუძველზე და წარუდგენენ კინოცენტრს რეკომენდაციას გამარჯვებული პროექტების რაოდენობისა და სუბსიდიის ოდენობის შესახებ.

ეროვნული ფილმის ცნობა

კონკურსში მონაწილეობის მსურველი პროდიუსერები ვალდებულნი არიან პირველ რიგში მოიპოვონ ეროვნული ფილმის ცნობა და მხოლოდ შემდეგ შემოიტანონ განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
პროდიუსერებმა ეროვნული ფილმის ცნობის მისაღებად კინოცენტრში უნდა წარმოადგინონ:

1.განცხადება ეროვნული ფილმის ცნობის მისაღებად (კინოცენტრის მიერ დადგენილი ფორმით);
2.იურიდიული პირებისათვის წესდების ასლი, ამონაწერი  (სავალდებულოა განახლებული) მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან    
3.ფიზიკური პირისთვის პირადობის მოწმობის ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ან საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა (სავალდებულოა განახლებული);
4.ინფორმაცია იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ;
5.ფილმის ავტორთა (რეჟისორი,სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი) პირადობის მოწმობის ასლები, რომელიც ადასტურებს მათ მოქალაქეობას;
6.ფილმის `თრითმენტი~ (მოცემული ამბის მოკლე აღწერა);
7.ხელშეკრულებები რეჟისორთან, სცენარის ავტორთან და დიალოგების ავტორთან (ორიგინალები ან ასლები ნოტარიულად დამოწმებული), რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ განმცხადებელი არის კანონიერი მფლობელი ყველა იმ საავტორო უფლებისა, რომელიც ფილმში იქნება გამოყენებული;
8.ფილმის ბიუჯეტი.

განაცხადი, რომელიც არ შეიცავს ეროვნული ფილმის ცნობას სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის წარმოების დაფინანსების კონკურსში არ განიხილება.
ეროვნული ფილმის ცნობა გაიცემა, პროდიუსერის მიერ სრული დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია

1.ეროვნული ფილმის ცნობა
2.აპლიკაცია (ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით*);
3.რეჟისორის წინა ნამუშევარი (სავალდებულოა);
4.პროდიუსერის წინა ნამუშევარი (თუ ასეთი არსებობს);
5.ფილმის ავტორთა (რეჟისორი, სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი, კომპოზიტორი) ბიოფილმოგრაფია და კოორდინატები;
6.პროდიუსერის მოტივაცია (ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით*);
7.რეჟისორის ხედვა და მოტივაცია ;
8.ფილმის მოკლე სინოფსისი (1 გვერდამდე);
9.ფილმის სცენარი (მოცემული ამბის დეტალური აღწერა);
10.ფილმის ბიუჯეტი  (ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით*);
11.ფინანსური გეგმა (დაფინანსების მოპოვების გრაფიკი*);
12.საწარმოო გეგმა (სამუშაოების შესრულების განრიგი), რომელიც მოიცავს წინა-საწარმოო, გადაღების, პოსტ პროდუქციის ვადებსა და პრემიერის სავარაუდო თარიღს;
13.სასურველია  ვიზუალური მასალა (ფოტოები, ვიდეორგოლი);
13.თანაპროდიუსერ(ებ)თან (თუ ასეთი უკვე არსებობს) შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ორიგინალები, ან ასლები ნოტარიულად დამტკიცებული);

ალტერნატიული დაფინანსება

თუ ფილმის წარმოებაზე გამოყენებული იქნება პროდიუსერის პირადი თანხა, წარმოდგენილი უნდა იყოს ამონაწერი ბანკიდან პროდიუსერის საბანკო ანგარიშზე თანხის მოძრაობის შესახებ;
ალტერნატიული დაფინანსებად შესაძლებელია განიხილებოდეს ფილმის ავტორთა საჰონორარო შენატანი (ე.წ. დეფერმენტი) თუ ის არ აღემატება მთლიანი ბიუჯეტის 5%.
ალტერნატიულ დაფინანსებად შეიძლება ჩაითვალოს საპროდუსერო კომპანიის ტექნიკური შენატანი.
კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში პროდიუსერი ვალდებულია არაუგვიანეს 2015  წლის 1 ივლისისა  წარმოადგინოს კინოცენტრში ბიუჯეტის სრულად შევსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ორიგინალები, ან ნოტარიულად დამტკიცებული ასლები). წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტის ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება ძალას კარგავს.
გამონაკლისის სახით, პროდიუსერის მიერ სათანადოდ დასაბუთებული არგუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში კინოცენტრი იტოვებს უფლებას გაახანგძლივოს საბუთების წარმოდგენის ვადა. მსგავს გადაწყვეტილება იღებს კინოცენტრის დირექტორი.
 
წარმოსადგენი დოკუმენტაციის რაოდენობა

დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას 7 ეგზემპლარად და 1 ცალად ელექტრონული ვერსიის სახით; ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის ხელმოწერით.

ვადა

პროექტების შემოტანის ბოლო ვადაა:  2015  წლის  27  მარტი, 17:00 სთ.

შეზღუდვები

ეროვნული კინოცენტრი არ მიიღებს იმ პროდიუსერთა პროექტებს, რომელთა ავტორებმა (პროდიუსერი და რეჟისორი), ვერ შეასრულეს ეროვნული კინოცენტრის წინაშე აღებული ვალდებულება  (არ იგულისხმებიან ის პროდიუსერები, რომელთაც ფილმის დასრულების ვადა აქვთ გაგრძელებული). აგრეთვე  კინოცენტრი არ მიიღებს იმ  რეჟისორთა პროექტებს,  ვისაც  მოგებული აქვთ კონკურსი და  ფილმის წარმოების პროცესში არიან.
არ შეიძლება ერთი და იგივე პროექტი მონაწილეობდეს კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ ერთდროულად მიმდინარე სხვადასხვა კონკურსებში.
 
ყურადღება!

ეროვნული კინოცენტრი  კონკურსიის  მონაწილეებს  მოგმართავთ თხოვნით, დაიცვათ ეთიკის ნორმები საექსპერტო კომისიის წევრებისა და კინოცენტრის თანამშრომლების მიმართ და პატივი სცეთ ჟიურის გადაწყვეტილებას.

გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია კონსულტაციების გავლა. კონსულტაციები ჩატარდება ეროვნულ კინოცენტრში.

მისამართზე:    ზ.გამსახურდიას სანაპირო #4-ში,
ტელ: +995 32 2 999 200; +995 32 2 999 102;

საკონტაქტო პირები: ნინო კუხალაშვილი (იურიდიული ასპექტები)
ტელეფონი: +995 577 955 250
ელ. ფოსტა: n.kukhalashvili@gnfc.ge

მანანა მელაძე (წარმოება და ფინანსები)
ტელეფონი: +995 577 40 75 39
ელ. ფოსტა: m.meladze@gnfc.ge

სალომე დანელია (წარმოება და ფინანსები)
ტელეფონი:    +995 599 85 07 81
ელ. ფოსტა: s.danelia@gnfc.ge