ეროვნული კინოცენტრი და MIFA (ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ბაზრობა) აცხადებს საპროექტო განაცხადების მიღებას მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის პროექტის განვითარებაზე
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 18 მარტი.
კონკურსის შედეგად MIFA-ს მიერ საქართველოდან შეირჩევა 6 მოკლემეტრაჟიანი (5-10 წთ) ანიმაციური ფილმის პროექტი.
კინოცენტრის მხარდაჭერით, საქართველოში ჩამოვა ანესის მიერ შერჩეული პროფესიონალი, რომელიც შერჩეული 6 პროექტის ავტორს 5 დღიან ტრენინგს ჩაუტარებს.
ტრენინგების შედეგად MIFA-ს მიერ გამოვლინდება 1 პროექტი, რომელიც ანესის ფესტივალზე პიჩინგით წარსდგება.
მონაწილის მგზავრობის ხარჯებს დაფარავს ეროვნული კინოცენტრი, ხოლო საცხოვრებლით უზრუნველყოფს ანესის ფესტივალი.
დეტალური ინფორმაცია საბუთების შემოტანასთან დაკავშირებით, ასევე განაცხადის პირობები გთხოვთ იხილოთ ინგლისურ ენაზე, შემდეგ ბმულზე:
ყურადღება!
პროექტები გამოგზავნეთ მითითებულ ორივე მისამართზე:
geraldinebache@citia.org
i.janjgava@gnfc.ge