4-6 მარტს თბილისს საფრანგეთის კინოცენტრის ფილმების კოლექციების დირექტორი ეწვევა. ბეატრის დე პასტრი საქართველოში ეროვნული კინოცენტრის და კულტურის სამინისტროს მოწვევით ჩამოვა, მას მასპინძლობას საქართველოში გაუწევს ასევე ფრანგული ინსტიტუტი. სამუშაო ვიზიტის მიზანია უნიკალური ქართული კინომემკვიდრეობის – კინოფირების დაცვის შესახებ კონსულტაციები.
ბეატრის დე პასტრი გამართავს შეხვედრებს ეროვნული კინოცენტრის დირექტორსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან.
ასევე დაგეგმილია ვიზიტები:
•ხელოვნების სასახლეში
•ეროვნულ არქივში
•საქართველოს დოკუმენტური ფილმების სტუდიაში “მემატიანე”
•საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივის კინო-ფოტო ფონდში
ბიოგრაფია
ბეატრის დე პასტრი –
სპეციალისტი კინემატოგრაფიისა და ფოტოგრაფიის მემკვიდრეობის დარგში, ფლობს ფილოსოფიის მაგისტრის დიპლომს (Paris IV სორბონა,1986), არის 2006 წლის ნოემბრიდან Marne la Vallée-ს უნივერსიტეტის სასწავლო კურსის ინჟინერი, პიველი და მეორე საფეხურის მაგისტრატურის, “ინფორმაციის შენახვის ხელოვნება და მეცნიერებები”-ს ხელმძღვანელი.
1991 – 2006, პარიზის რობერტ ლინენის სახელობის სინემათეკის ხელმძღვანელი, მოახდინა ინვენტარიზაცია, კატალოგაჟი და აღწერა სინემათეკის ფონდი (10,000 ფოტოგრაფიული ნაწარმოები და 4000 ფილმი, შეგროვებული 1925 წლიდან) და დაიწყო ფოტოგრაფიული კოლექციების დიგიტალიზაცია.
პროფესორი, პროგრამისტი, იგი ამავე დროს ავტორია წიგნებისა ფილმისა და ფოტოგრაფიული მემკვიდრეობის შესახებ, ასევე საგანმანათლებლო და სამეცნიერო კინოს სფეროში. („აღმოაჩნე არქივები”, ENS გამომცემლობა, 2004).
ის იყო საფრანგეთის კინო ბიბლიოთეკებისა და ფილმების არქივების ფედერაციის პრეზიდენტი 1998 წლის მარტიდან 2002 წლის აპრილამდე. საფრანგეთის კინოცენტრის კინომემკვიდრეობის განყოფილების დირექტორობასთან ერთად, მის მოვალეობებში შედის საფრანგეთის ეროვნული კინოცენტრის კინოკოლექციების მართვასთან დაკავშირებული ყველა საკითხი (შეგროვება, კონსერვაცია, კატალოგაჟი, რესტავრაცია, გამდიდრება, კოლექციებით სარგებლობა და ვალორიზება), საუბარია 100 000 ფილმზე, რომლებიც თავმოყრილია კინოცენტრის ორ ფილიალში.