გაცნობებთ, რომ ძალაში შევიდა შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პროგრაში „შემოქმედებითი ევროპა” (Creative Europe) საქართველოს მონაწილეობის შესახებ.
შედეგად, იურიდიულ პირებს საქართველოდან უკვე შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ შესაბამის კონკურსებში.
შეთანხმების მიხედვით საქართველოდან მონაწილეობა შესაძლებელია:
MEDIA ქვე-პროგრამაში, მიმართულებებზე: ფესტივალები (Festivals), ტრენინგები (Trainings), აუდიტორიის განვითარება (Audience Development), ბაზრებზე წვდომა (Access to markets)
CULTURE ქვე-პროგრამაში, მიმართულებებზე: თანამშრომლობის პროექტები (Cooperation Projects), ევროპული პლატფორმები (European Platforms), ევროპული ქსელები (European Networks), ლიტერატურული თარგმანები (Literary Translations)
აღნიშნულ მიმართულებებზე დაფინანსების კონკურსების გამოცხადება 2015 წლის მეორე ნახევრიდან იგეგმება.
ასევე, შესაძლოა დაინტერესებულმა პირებმა მოასწრონ MEDIA ქვე-პროგრამის Audience Development-ის მიმართულებით უკვე გამოცხადებულ კონკურსში განაცხადის შეტანა, რომლის ვადაც 2015 წლის 26 მარტს იწურება. იხილეთ დამატებითი ინფორმაცია: https://eacea.ec.europa.eu/creative-europe/funding/audience-development-2015_en