21-ე საუკუნის ქართული ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით სცენარის შექმნის“ კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ
აპრილი 8, 2015
უცხოელი ექსპერტების მიერ ვორქშოფის 19-22 ივლისს ჩატარებასთან დაკავშირებით, „21-ე საუკუნის ქართული ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით სცენარის შექმნის” კონკურსის ფარგლებში სცენარების მიღების ბოლო ვადა 10 ივნისიდან გადმოიწია 1 ივნისამდე.
უცხოელი ტრენერებისათვის გამარჯვებული პროექტების თარგმნის დაფინანსება მოხდება ეროვნული კინოცენტრის მიერ.
საკონკურსო კომისიის წევრები გამოცხადდება 2015 წლის 27 აპრილს.