30 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით „ევროპულმა სკოლამ” საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს „ოქროს პეპელა” უმასპინძლა. ფესტივალში აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროექტის „კინო სკოლაში” მონაწილეები. სხვადასხვა ნომინაციაში კინოსკოლელების 5 ფილმი მოხვდა:
* საუკეთესო მსახიობი გოგო – მარიამ ღარიბაშვილი (ფილმი „ABC”, რუისპირი)
* საუკეთესო მსახიობი გოგო – მარიტა სიხარულიძე (ფილმი „ოჯახობანა”, აჭარა)
* საუკეთესო მსახიობი ბიჭი – ნიკა ლორთქიფანიძე (ფილმი „ოჯახობანა”, აჭარა)
* საუკეთესო ოპერატორი და საუკეთესო ფილმი – ნინო ჯინჭარაძე (ფილმი „ოჯახობანა”, აჭარა)
* საუკეთესო ოპერატორი – გიორგი კიკვაძე (ფილმი „ბოროტი მხარე”, თელავი)
* საუკეთესო იდეა და სცენარი – მარიამ მარგველაშვილი, რეჟისორი ნინო თევზაძე (ფილმი „სიზმარი”, იმერეთი)
* საუკეთესო მსახიობი გოგო – ანი ლაშხი (ფილმი „ფატი”, თელავი)
* საუკეთესო სცენარი და საუკეთესო ფილმი – ნინი, ანი და გიორგი. (გარკვეულ მიზეზთა გამო გვარების დასახელებისგან თავს ვიკავებთ.)
გამარჯვებულები გახდნენ:
1. მარიამ მარგველაშვილი საუკეთესო სცენარისთვის (ფილმი „სიზმარი”)
2. ანი ლაშხი, როგორც საუკეთესო მსახიობი გოგონა (ფილმი „ფატი”)
ასევე ხმის მიცემის შედეგად მაყურებელთა რჩეული გახდა ფილმი „ფატი” .
ეროვნული კინოცენტრი ულოცავს კინოსკოლელებს წარმატებას.