კონკურსის მიზანი
2015 წლის 11 ივნისს ცხადდება კონკურსი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ერთობლივი წარმოების დაფინანსების მიზნით.
კონკურსში მონაწილე პროდიუსერი (თუ მისი პროექტი აკმაყოფილებს ამ კონკურსის
პირობებს) ავტომატურად მონაწილეობს კოპროდუქციის სტატუსის მინიჭების
პროცედურაში, რომელიც რეგულირდება „ევროპის კონვენციით კინემატოგრაფიულ
კოპროდუქციაზე” (იხ. www.gnfc.ge) და ეხება:
1.კოპროდუქციას, რომელშიც ჩართულია სულ ცოტა ორი კოპროდიუსერი და წარმოადგენს კონვენციის ორ სხვადასხვა მხარეს.
2.კოპროდუქციას, რომელშიც ჩართულია სამი და მეტი კოპროდიუსერი, რომლებიც
წარმოადგენენ კონვენციის სხვადასხვა მხარეს და ერთი ან მეტი კოპროდიუსერი,
რომელიც არ არის კოვენციის წევრი ქვეყნის წარმომადგენელი და მათი მთლიანი
წილი არ უნდა აღემატებოდეს პროდუქციის საერთო ღირებულების 30%-ს.
უფლებამოსილი კონკურსანტი
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში
რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელსაც კონკურსში შემოსატან პროექტისათვის
მოპოვებული აქვს ალტერნატიული დაფინანსების მინიმუმ 50% და ეს დასტურდება
ხელშეკრულებ(ებ)ით ან სხვა დოკუმენტით.
თითოეული კოპროდიუსერის მინიმალური შენატანი ორმხრივი კოპროდუქციის
შემთხვევაში არ უნდა იყოს ფილმის ღირებულების 20%-ზე ნაკლები და
მაქსიმალური 80%-ზე მეტი, მრავალმხრივი კოპროდუქციის შემთხვევაში,
მინიმალური შენატანი არ უნდა იყოს ფილმის ღირებულების 10%-ზე ნაკლები, ხოლო
მაქსიმალური 70%-ზე მეტი.
მრავალმხრივი კოპროდუქციის შემთხვევაში იმ კოპროდიუსერთა მთლიანი წილი,
რომლებიც არ არიან დაფუძნებული კონვენციის მხარეების მიერ, არ უნდა
აღემატებოდეს ფილმის ღირებულების 30%-ს.
თითოეული კოპროდიუსერის წილი უნდა ითვალისწინებდეს ტექნიკურ და სამხატვრო
მონაწილეობას. მხარეების საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით,
კოპროდიუსერების შემოქმედებითი, ტექნიკური და სამხატვრო, აგრეთვე
სამსახიობო და აპარატურის წილი პროპორციული უნდა იყოს მათი ინვესტიციის.
ფილმის გადაღებაში ჩართული სამსახიობო და ტექნიკური პერსონალი უნდა იყოს
კოპროდუქციის პარტნიორი ქვეყნების მოქალაქე და პოსტ-პროდუქციაც უნდა
განხორციელდეს ამ ქვეყნებში.
ენა
კინემატოგრაფიული პროდუქციის საბოლოო ვარიანტი ან ფილმის ერთი ასლი უნდა შეიქმნას ქართულ ენაზე.
კოპროდუქციის სტატუსის მინიჭება
კოპროდუქციის სტატუსის მინიჭებისას იმ ქვეყნის კომპეტენტურმა ორგანომ,
რომელსაც მინიმალური ფინანსური შენატანი აქვს პროექტში, არ უნდა განაცხადოს
თანხმობა, ვიდრე ასეთ თანხმობას არ განაცხადებს ქვეყანა მაქსიმალური
შენატანით.
ბიუჯეტი
საკონკურსო ფონდი შეადგენს 500 000 (ხუთასი ათასი) ლარს. კომისია უფლებას იტოვებს მთლიანად არ გახარჯოს საკონკურსო ფონდი.
ქრონომეტრაჟი
ფილმის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 80 წთ-ზე ნაკლები.
კონკურსის ტურები
კონკურსი ტარდება ორ ტურად.
პირველ ტურში საექსპერტო კომისიის წევრები ეცნობიან კონკურსზე შემოტანილ
პროექტებს და აფასებენ დადგენილი ქულების სისტემის საფუძველზე.
კომისია განსაზღვრავს იმ მინიმალურ ქულათა ოდენობას, რომელიც უნდა მიიღოს პროექტმა მეორე ტურში გადასასვლელად.
მხოლოდ ის პროექტები გადავლენ მეორე ტურში, რომელთა ქულა აღემატება კომისიის მიერ დადგენილ მინიმალურ ბიჯს.
პროექტები რომლებიც ვერ გადავლენ მეორე ტურში ეთიშებიან კონკურსს. მეორე
ტური გულისხმობს პროექტის პრეზენტაციას კომისიის წევრების წინაშე. მეორე
ტურის შედეგად კომისიის წევრები აფასებენ პროექტის პრეზენტაციას და წერენ
შესაბამის ქულას.
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ცალკეული პროექტის ქულათა საერთო
ჯამის საფუძველზე, და წარუდგენენ კინოცენტრს რეკომენდაციას გამარჯვებული
პროექტების რაოდენობისა და სუბსიდიის ოდენობის შესახებ.
სავალდებულო დოკუმენტაცია
1.აპლიკაცია (ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით*);
2.განმცხადებლის ან განმცხადებელი ორგანიზაციის დირექტორის პირადობის მოწმობის ასლი;
3.ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (განახლებული);
4.განმცხადებლის გადასახადის გადამხდელის მოწმობა (განახლებული).
5.ინფორმაცია იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ;
6.რეჟისორის წინა ნამუშევარი (სავალდებულო);
7.პროდიუსერის წინა ნამუშევარი (სავალდებულო);
8.ფილმის ავტორთა (რეჟისორი, სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი,
კომპოზიტორი) პირადობის მოწმობის ასლები, ბიოფილმოგრაფიები და
კოორდინატები;
9.პროდიუსერის მოტივაცია; (ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით*);
10.რეჟისორის ხედვა;
11.LOG LINE, მოკლედ ერთი წინადადებით აღწერეთ, რის შესახებ არის ფილმი;
12.ფილმის მოკლე სინოფსისი (1 გვერდამდე);
13.ფილმის თრითმენტი.
14.პროფესიონალურად და ტექნიკურად გამართული ფილმის სცენარი (იხ. შენიშვნა);
15.ფილმის ბიუჯეტი (ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით*);
16.ფინანსური გეგმა (დაფინანსების მოპოვების გრაფიკი*);
17.საწარმოო გეგმა (სამუშაოების შესრულების განრიგი), რომელიც მოიცავს
წინა-საწარმოო, გადაღების, პოსტ პროდუქციის ვადებსა და პრემიერის სავარაუდო
თარიღს;
18.ტექნიკური და მხატვრული წილის ნუსხა ყველა მონაწილე ქვეყნიდან.
19.ხელშეკრულებები (ორიგინალები, ან ნოტარიულად დამტკიცებული ასლები),
რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ განმცხადებელი არის კანონიერი მფლობელი
ყველა იმ საავტორო უფლებისა, რომელიც ფილმში იქნება გამოყენებული
20.პროდიუსერმა უნდა წარმოადგინოს პროექტის დაფინანსების დამადასტურებელი ხელშეკრულებები და სხვა დოკუმენტები.
21.კოპროდიუსერებს შორის დადებული კოპროდუქციის კონტრაქტი (ორიგინალები, ან
ასლები ნოტარიულად დამტკიცებული). ეს კონტრაქტი უნდა შეიცავდეს:
•დებულებებს კოპროდიუსერებს შორის შემოსავლებისა და ტერიტორიების განაწილების შესახებ;
•დებულებებს, რომლის მიხედვითაც მხარეები წინასწარ ათანხმებენ ნეგატივების
ან/და ციფრული ვერსიის ორიგინალის შენახვის ადგილს და გარანტიებს მის
თავისუფალ ხელმისაწვდომობაზე;
•დებულებებს თითოეული კოპროდიუსერისათვის სურათის ორიგინალისა ან/და ციფრული ვერსიის ერთობლივ მფლობელობაზე;
•დებულებებს თითოეული კოპროდიუსერისათვის დუბლ. ნეგატივის ან სხვა სახის დუბლიკატის გარანტირებული უფლების შესახებ.
22.თუ მაქსიმალური წილის მფლობელი არ არის ქართველი კოპროდიუსერი, მაშინ
შემოტანილ პროექტს უნდა ქონდეს მინიჭებული კოპროდუქციის სტატუსი
მაქსიმალური წილის მფლობელი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მხრიდან.
წარმოსადგენი დოკუმენტაციის რაოდენობა
დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას 6 ეგზემპლარად და 1 ცალად
(სავალდებულოა pdf ფორმატში) ელექტრონული ვერსიის სახით (ხელშეკრულებები,
იურიდიული პირის წესდების ასლი, დირექტორის პირადობის მოწმობის ასლი,
გადასახადის გადამხდელის მოწმობა და ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან-ერთ
ეგზემპლარად); ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის
ხელმოწერით ქართულ ენაზე.
ვადები
პროექტების შემოტანის ბოლო ვადაა: 2015 წლის 25 სექტემბერი, 17:00 სთ;
2015 წლის 10 სექტემბრამდე კინოცენტრი შეამოწმებს შემოტანილ
დოკუმენტაციას და იმ პროდიუსერებს, რომელთა პროექტები არ დააკმაყოფილებენ
კონკურსის პირობებს უფლებას აძლევს გამოასწორონ ხარვეზი და 2015 წლის 25
სექტემბრამდე შემოიტანონ შესწორებული პროექტები.
იმ პროდიუსერებს, რომლებიც პროექტს პირველად შემოიტანენ 2015 წლის 10
სექტემბრის შემდეგ, არ მიეცემათ ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად.
შესაბამისად, შესაძლოა ასეთი პროექტის განხილვა არ მოხდეს არსებული
ხარვეზის გამო.
შეზღუდვები
კონკურსში მონაწილე პროდიუსერს მხოლოდ ერთი პროექტის წარდგენის უფლება აქვს.
ის პროდიუსერები, რომლებიც არ წარმოადგენენ საკონკურსო პირობების შესაბამის
პროექტს, ვერ მიიღებენ მონაწილეობას, ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების
კონკურსში.
კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში პროდიუსერი ვალდებულია არაუგვიანეს 2016
წლის 1 მაისისა წარმოადგინოს კინოცენტრში ბიუჯეტის სრულად შევსების
დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ორიგინალები, ან ნოტარიულად დამტკიცებული
ასლები). წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტის ფინანსური მხარდაჭერის
გადაწყვეტილება ძალას კარგავს.
გამონაკლისის სახით, პროდუსერის მიერ სათანადოდ დასაბუთებული არგუმენტების
წარმოდგენის შემთხვევაში კინოცენტრი იტოვებს უფლებას გაახანგძლივოს
საბუთების წარმოდგენის ვადა. მსგავს გადაწყვეტილებას იღებს კინოცენტრის
დირექტორი.
კინოცენტრიდან მოთხოვნილი თანხის 100% უნდა დაიხარჯოს საქართველოს
ტერიტორიაზე, კერძოდ, მომსახურეობა ან/და საქონელი მიღებული უნდა იქნას
საქართველოში რეგისტრირებული ორგანიზაცი(ებ)ის ან საქართველოს
მოქალაქ(ებ)ისგან.
ეროვნული კინოცენტრი არ განიხილავს კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ სრულმეტრაჟიანი კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს.
შენიშვნა:
სცენარი პროფესიულად დაფორმატებული უნდა იყოს და შეესაბამებოდეს
თანამედროვე ამერიკულ ან ევროპულ სტანდარტებს (გვერდის მინდვრები, ასოების
ზომა, სტრიქონებს შორის მანძილები, ტექსტის განლაგება, გვერდის და
ქრონომეტრაჟის შესაბამისობა). სცენარი შექმნილი უნდა იყოს პროგრამაში
CELTX, FINAL DRAFT და სხვა ან WORD – ის ფაილში პროფესიულად აწყობილი და
გამართული
ყურადღება!
ეროვნული კინოცენტრი კონკურსიის
მონაწილეებს მოგმართავთ თხოვნით, დაიცვათ ეთიკის ნორმები საექსპერტო
კომისიის წევრებისა და კინოცენტრის თანამშრომლების მიმართ და პატივი სცეთ
ჟიურის გადაწყვეტილებას.
გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია კონსულტაციების გავლა.
კონსულტაციები ჩატარდება წინასწარი შეთანხმებით გამოცხადებიდან ყოველდღე
ეროვნული კინოცენტრის ოფისში შემდეგ მისამართზე:
მისამართი: ქ. თბილისი, ზ. გამსახურდიას სანაპირო #4,
ტელეფონი: 2999 200; 2999 102.
საკონტაქტო პირები: ნინო კუხალაშვილი (იურიდიული ასპექტები) ; მანანა მელაძე (წარმოება და ფინანსები)