ეროვნული კინოცენტრის მიერ 2015 წელს 21-ე
საუკუნის ქართული ლიტერატურის ნაწარმოების მიხედვით სცენარის შექმნის კონკურსში წარმოდგენილი
იყო 9 პროექტი.
2015
წლის19 ივნისის სხდომაზე კომისიის წევრების გადაწყვეტილებით მე-2 ტურში გადავიდა ყველა ის პროექტი, რომელმაც 75 და მეტი ქულა მოიპოვა. მე-2 ტურში მონაწილეობას
მიიღებს შემდეგი 5 პროექტი:
1. ,,უღელტეხილი” (ნაწ. ,,შავი ზღვის
ოკეანე” და ,,სათვალიანი ბომბი”, ავტ. გურამ ოდიშარია, პროდიუსერი – შპს „ალამდარი”,
სცენარის ავტორი – გურამ ოდიშარია)– 109 ქულა.
2.,,ფოქს-ტროტი“ (ნაწ.
მელია-ტულეფია”, ავტ. ზურაბ ქარუმიძე, პროდიუსერი – შპს „თეიქს ფილმსი”, სცენარის ავტორი
– ზურა ქარუმიძე, ირაკლი შავლიაშვილი) – 104 ქულა.
3.,,ასინქრონი“ (ნაწ.
,,ასინქრონი”, ავტ. ეკატერინე ტოგონიძე, პროდიუსერი– შპს“ნიკე სტუდია”, სცენარის
ავტორი – ეკატერინე ტოგონიძე). – 98 ქულა.
4.,,მოქალაქე წმინდანი“ (ნაწ.
,,ბაი ამიგო” ავტ. მარინა ელბაქიძე, პროდიუსერი– შპს „არტიზმი”, სცენარის ავტორი – გია ალავიძე)– 95 ქულა.
5. ,,დიდი ძუ დათვი” (ნაწ.
,,დიდი ძუ დათვი”, ავტ. მიხო მოსულიშვილი, პროდიუსერი– შსგ ,,ლირა პროდაქშენი”, სცენარის ავტორი – მიხო მოსულიშვილი)– 77 ქულა.
დანარჩენი
პროექტები კონკურსს გამოეთიშა.