Berlinale Talents ტალანტების მორიგი პლატფორმისთვის განაცხადების მიღებას იწყებს
ივლისი 3, 2015
Berlinale Talents ტალანტების მორიგი პლატფორმისთვის (13-18 თებერვალი,2016) მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმედისმომცემ კინოპროფესიონალებს ეძებს. განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და იგი 2015 წლის 1 სექტემბერს შეწყდება. პროგრამა მოიცავს მასტერკლასებს, დისკუსიებს და ვორქშოპებს. Berlinale Talents დაინტერესებულ პირებს მრავალი მიმართულებით სთავაზობს პროგრამაში ჩართვას. მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ დაწვრილებითი ინფორმაცია და ონლაინ აპლიკაცია, რომელიც პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოთ. გისურვებთ წარმატებებს.