როგორ ვითანამშრომლოთ საფრანგეთთან
ივლისი 6, 2015

8 ივლისს, კარლოვი ვარში (ჩეხეთი) პროდიუსერები, კინოპროფესიონალები, კინო ფონდების წარმომადგენლები და ექსპერტები შეიკრიბებიან იმის დასადგენად, თუ როგორ უნდა მოხდეს საფრანგეთთან კინო სფეროში თანამშრომლობა. ღონისძიებაზე გაიმართება ფრანგული ფონდის Cinéma du Monde პრეზენტაცია , შემდეგ კი დამსწრე საზოგადოება კოპროდუქციის წარმატებულ მაგალითებს განიხილავს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა, როდესაც კოპროდუქციის წყალობით მრავალი ფესტივალის პრიზიორი  ფილმი შეიქმნა , არის გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული”. ფილმს  კარლოვი ვარის შეხვედრაზე, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან კოპროდუქციის სასწავლო მაგალითს, ისე განიხილავენ.
კარლოვი ვარში 7 ივლისს ქართული გამოცდილების გასაზიარებლად ასევე გაემგზავრება ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე.