მსოფლიო პრემიერების კინოფესტივალზე საქართველოს წარმატებული დებიუტის შემდეგ, ფილიპინებზე კიდევ 3 ქართულ ფილმს აჩვენებენ
ივლისი 14, 2015

მსოფლიო პრემიერების კინოფესტივალზე საქართველოს წარმატებული დებიუტის შემდეგ, ფილიპინებზე კიდევ 3 ქართულ ფილმს აჩვენებენ. ქართული კინოს დღეების ფარგლებში ივლისის დასაწყისში უკვე შედგა თინათინ ყაჯრიშვილის „პატარძლების” და ლევან თუთბერიძის ფილმის „ცხრა მთას იქით” პრემიერა. ამჟამად კი მანილას კინოთეატრში ნანა ჯანელიძის (“ნეტავ იქ თეატრი არის?!”), გიორგი ოვაშვილის (“სიმინდის კუნძული”) და რუსუდან ჭყონიას (“გაიღიმეთ”) ფილმების ჩვენება იგეგმება. ღონისძიება ფილიპინებში ქართული საკონსულოს და ეროვნული კინოცენტრის ერთობლივი ძალისხმევით ტარდება.
სექტემბრის თვეში ქართულ კვირეულს უკვე ფილიპინების უნივერსიტეტში მოაწყობენ, რომლის ფარგლებშიც ქართული ენის ლინგვისტური სემინარიც ჩატარდება.