ალტერნატიული ტალღა 2015
სექტემბერი 9, 2015
ალტერნატიული ტალღა ჩატარდება 15-19 სექტემბერს, ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე.
 

 

კინემატოგრაფისტები წარადგენენ მათ წინა ნამუშევრებს ისევე როგორც ახალ პროექტებს და იმუშავებენ ჯგუფურად ქრაუდ ფანდინგის, ონლაინ გაყიდვების, დრამატურგიის განვითარების, დისტრიბუციის და ახალი ტექნოლოგიების ექსპერტებთან ერთად. მოწვეული სპეციალისტები შეეცდებიან გამოავლინონ პროექტების განვითარების ყველა შესაძლო პოტენციალი. სამუშაო გარემო იქნება უშუალო, სადაც ყოველი მონაწილე არის ექსპერტი და ამავდროულად სწავლობენ ერთმანეთისგანს, ყველა ეცდება აღმოაჩინოს რაღაც ახალი რომლის შესახებაც წესები ჯერ არ დამკვიდრებულა.
მასტერკლასებზე დასწრება თავისუფალი იქნება კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის.

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ინდუსტრიული პლატფორმის “ალტერნატიული ტალღის” მონაწილე პროექტები:

“ნირვანა” /საფრანგეთი/
რეჟისორი: ბენუა ფოსიე

“დაეხმარე მაიას” /საქართველო/
რეჟისორი: თამთა გაბრიჩიძე

“ბუშტები” /საქართველო/
პროექტის ავტორი: დავით მირცხულავა

“ქალები რომლებიც ცურავან ენგურს” /საქართველო/
რეჟისორი: ანა ბუკია

“თარჯიმანი პარიზში” /სერბეთი/
რეჟისორი: ივა ბრდარი
სცენარისტი: დუნია პეტროვიჩი

“Welcome”/საქართველო/
პროექტის ავტორი: ლიკა დაუშვილი

“რუსული ტანკი” /თურქეთი/
რეჟისორი:ერენ ავნიკანი
პროდიუსერი: ბესტე იამალოგლუ

ალტერნატიული ტალღის ორგანიზატორები და მოდერატორები: თინათინ ყაჯრიშვილი, ლაშა ხალვაში, ზვიად ელიზიანი, ტობიას პაუზინგერი, გულინ უსტუნი.

ექსპერტები: პოლ ტაილერი, არნე ლუდვიგი, დუიგუ ტარჰანი, ტობიას პაუზინგერი, გულინ უსტუნი.

Case stady სტუმრები: ელენა იანოვსკი /ისრაელი/, ზიგფრიდი /საფრანგეთი/.

“ალტერნატიული ტალღა” დაფინანსებულია ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის, აჭარის კულტურის სამინისტროს, ბათუმის მერიის და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ.
 
ალტერნატიული ტალღა 2015 მასტერკლასების განრიგი

16 სექტემბერი 2015 
3 სთ. – სცენარის განვითარება – პოლ ტაილერი (დიდი ბრიტანეთი)8 სთ. –  Case study, რეჟისორის გამოცდილობა უბიუჯეტო წარმატებული ფილმების შექმნის  – ზიგფრიდი (საფრანგეთი)

17 სექტემბერი 2015
5 სთ. – მარკეტინგი და ჯგუფური დაფინანსება, ფილმის დაფინანსების ინტერნეტ პლატფორმების წარმომადგენლები (Fungogo, Mediagaga) – დუიგუ ტარჰანი და ნიჰან კატიპოგლუ (თურქეთი) 8 სთ. – Case study, ჯგუფური გადაღებები კონფლიქტურ ზონაში-  ელენ იანოვსკი (ისრაელი)

18 სექტემბერი 2015
11 სთ. – ფესტივალებზე და მარკეტებზე მუშაობა, სინელინკის (სარაევოს ფესტივალი), სინემარტის (როტერდამის ფესტივალი) და სტამბოლის კინოფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმის ხელმძღვანელები – ტობიას პაუზინგერი, გულინ უსტუნი.3 სთ. – ვირტუალური რეალობა და ახალი ტექნოლოგიები – არნე ლუდვიგი (გერმანია)

შენიშვნა: მასტერკლასი გაიმართება სასტუმრო ლეოგრანდში, სართული B (საკონფერენციო დარბაზი). ტელ: 595 926 206 / 597 202 550.