ადამი მედია პრიზი 2015 – კონკურსი მედიის წარმომადგენელთათვის
სექტემბერი 16, 2015
ადამი მედია პრიზი 2015 იწვევს მედიის სფეროში მომუშავე ყველა სპეციალისტს ახალ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. ადამი მედია პრიზი კულტურული მრავალფეროვნებისათვის მიმართულია ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაზე – სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.
გაიცემა 6 პრიზი ექვს კატეგორიაში:
- ადამი მედია პრიზი გასართობი პროგრამებისთვის (მხატვრული)
- ადამი მედია პრიზი ინფორმაციისთვის (არამხატვრული)
- ადამი მედია პრიზი ახალი ამბებისა და მოკლემეტრაჟიანი არამხატვრული ფილმებისთვის
- მედიის პრიზი ახალგაზრდა ადამი
- ადამი ონლაინ პრიზი ვებ-გვერდებისთვის
- ადამი მედია პრიზი ინტერნეტ ვიდეოებისთვის
დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება კონკურსის გალა საღამოზე, თბილისში, დეკემბერში და გადაიცემა კონკურსში მონაწილე ექვსივე ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ადამი მედია პრიზი კულტურული მრავალფეროვნებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში
შვეიცარიის განვითარების სააგენტო სამხრეთ კავკასიაში
რადიანის ქ.12, თბილისი, საქართველო, 0179
ტელ.: +995 32 222 57 59
ელ-ფოსტა: competition@adamimediaprize.eu
http://www.adamimediaprize.eu/
კონკურსის პირობები და რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე : http://www.adamimediaprize.eu/media-prize/#new-page