საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 100 წლისადმი მიძღვნილ კონკურსთან დაკავშირებით წინანდალში სემინარი გაიმართა
სექტემბერი 28, 2015
 

 
სემინარს რეჟისორები, პროდიუსერები და სცენარისტები ესწრებოდნენ. მოდერატორები ეროვნული კინოცენტრის და წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორები – ნანა ჯანელიძე და დეა მეტრეველი იყვნენ, მენტორის სტატუსით კი სემინარს ზაზა აბაშიძე (ისტორიკოსი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი), ივანე ამირხანაშვილი (ფილოლოგი დოქტორი, კრიტიკოსი), ლაშა ბაქრაძე (ფილოსოფიის დოქტორი, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი) და ზურა კიკნაძე (პროფესორი, ორიენტალისტი, ასირიოლოგი, ბიბლეისტი, ფოლკლორისტი და ლიტერატორი) გაუძღვნენ.
 

 
კონკურსი ეროვნული კინოცენტრისა და წიგნის ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანია, შეირჩეს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 5 სცენარი, რომელთა განვითარებისთვის კინოცენტრი გამოყოფს საკონკურსო ფონდს 75 000 ლარის ოდენობით.
 
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 10 ნოემბერი.