16 – 19 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის
ინიციატივით და ორგანიზებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის
ეროვნულ სასახლეში, საერთაშორისო
კინოფესტივალი “ჯიფონი–საქართველო” გაიმართება.
16 ოქტომბერს, 11 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში
ფესტივალს – ჯიფონი საქართველო – გახსნიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი – მიხეილ
გიორგაძე და ეროვნული კინოცენტრის დირექტორი – ნანა ჯანელიძე. გახსნას დაესწრება იტალიის
ელჩი საქართველოში – ანტონიო ენრიკო ბარტოლი და ფესტივალის უცხოელი წარმომადგენლები.
„ჯიფონი” – ეს არის მსოფლიოში
ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალი, რომელიც რანგით ისეთ ცნობილ კინოფესტივალებს
უტოლდება, როგორებიცაა კანი და ბერლინალე. ეროვნული კინოცენტირს ძალისხმევით კინოფესტივალის
ჩატარების უფლება კავკასიის რეგიონში მხოლოდ საქართველომ მოიპოვა და გახდა ერთადერთი
ქვეყანა, რომელიც ფესტივალს ყოველგვარი საწევრო გადასახადის გარეშე ატარებს. ეროვნული კინოცენტრი ფესტივალთან 2 წელია თანამშრომლობს.
ქართველი მოზარდები ჯიფონის ფესტივალს იტალიაში უკვე ორჯერ დაესწრნენ.
„ჯიფონი საქართველო” წარმოადგენს საერთაშორისო კინოფესტივალ
Giffoni Experience-ის ანალოგს, რომელიც 1971 წელს დაარსდა იტალიის ქალაქში ჯიფონი.
ფესტივალს იტალიაში სტუმრობენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: მერილ სტრიპი,
რიჩარდ გირი, ორლანდო ბლუმი, მარკ რუფალო, ელაია ვუდი, დენი დე ვიტო, მეგ რაიანი, უაინონა
რაიდერი, რომან პოლანსკი, ლეა მიშელი, მეთ ბომერი, ალან რიკმანი, ჯესიკა ჩესტეინი,
ედი რედმაინი, საშა ბარონ კოენი, ჯესიკა ალბა, ჰილარი სვონკი, სუზან სარანდონი და მრავალი
სხვა. ფესტივალის მონაწილეებს აქვთ უნიკალური შანსი შეხვდნენ და შეკითხვები დაუსვან
კინოვარსკვლავებს.
ეროვნული კინოცენტრი, მოსწავლე
ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან ერთად სტუმრებს იტალიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ხორვატიიდან ელის. ფესტივალში
მონაწილეობას 13-დან 18 წლამდე ასაკის 500
ახალგაზრდა მიიღებს, მათ შორის საქართველოს ისეთი რეგიონებიდან, როგორებიცაა:პანკისის ხეობა, ერგნეთი, ნიქოზი, უშგული…
ფესტივალის განრიგი
„ჯიფონი-საქართველოს” პროგრამა
დეტალურად გაწერილი და ძალიან მრავალფეროვანია. 4 დღის განმავლობაში ბავშვები უყურებენ
ჯიფონის კინოფესტივალის მიერ შერჩეულ ფილმებს, რის შემდეგაც იმართება დისკუსიები (ინგლისურ
ენაზე). დაგეგმილია „სუხიშვილების” მასტერკლასი, ამირან შალიკაშვილისპანტომიმის სახელმწიფოთეატრის წარმოდგენა, ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?“, კომპიუტერული
თამაშების, ფოტოგრაფიის, TV რეპორტაჟის შექმნის, ხატვის, ანიმაციის, კადრირების ვორქშოფები და სხვ.
ფესტივალს ეყოლება სპეციალური
სტუმრები, მათ შორის: კახი კავსაძე, ზაზა ურუშაძე, გიორგი
ოვაშვილი და სხვა ცნობილი ქართველი რეჟისორები თუ მსახიობები. ეროვნული
კინოცენტრის მოწვევით „ჯიფონი-საქართველოს” ფარგლებში სპიკერები წაიკითხავენ ლექციებს
სხვადასხვა თემაზე: ლევან ბერძენიშვილი – კინო და ლიტერატურა, მიშა მდინარაძე – კინომუსიკა,
რატი ამაღლობელი – პოეზია, ზაზა აბაშიძე – ისტორიის ცნობილი და უცნობი პირები, გურამ
წიბახაშვილი – ფოტოხელოვნება. ფესტივალის პროგრამა ასევე, დატვირთულია სხვადასხვა გასართობი
და მუსიკალური აქტივობით.
ეროვნული კინოცენტრის პროექტის
მიზანია, კინოგანათლების პოპულარიზაცია, ახალგაზრდა თაობაში თავისუფალი აზრის განვითარების
ხელშეწყობა, კულტურულ-საგანმანათლებლო დონის ამაღლება და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება.
პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო,
ქალაქ თბილისის მერია და კინოთეატრი „რუსთაველი”.