თბილისში კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს თვალი“ გაიმართა
ოქტომბერი 27, 2015
16-18 ოქტომბერს თბილისში კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს თვალი” გაიმართა, სადაც მსოლფიოს საუკეთესო კინო და სატელევიზიო ოპერატორები გამოვლინდნენ. ეროვნული კინოცენტრი უკვე მეორედ არის ფესტივალის მხარდამჭერი.
„ოქროს თვალი” 2015-ის გამარჯვებულები :
  • საუკეთესო სტუდენტური ნამუშევარი – ნაუმ დოკსევსკი “უკანასკნელი მოქმედება” (მაკედონია);
  • საუკეთესო ტელეოპერატორული ნამუშევარი – რუდოლფ პიტერ კის “კაენის შვილები (უნგრეთი, საფრანგეთი);
  • სარისკო კადრი – მეთიუ ვანდაიკი “აღარასოდეს:რევოლუციის ამბავი” (აშშ);
  • საუკეთესო კინოოპერატორული ნამუშევარი – დევიდ პროქტერი “შემოვლითი გზა” (დიდი ბრიტანეთი, შვედეთი);
  • გრანპრი – დევიდ პროქტერი “შემოვლითი გზა” (დიდი ბრიტანეთი, შვედეთი);
განსაკუთრებით ემოციური იყო სარისკო კადრის ნომინაციაში გამარჯვებული ნომინანტის – მეთიუ ვანდაიკის დაჯილდოვება. პრიზი შერონ ვანდაიკმა – ნომინანტის დედამ აიღო, ვინაიდან მეთიუ დღესაც გადაღებებზეა მსოლფიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, ერაყში.
ასევე,ფესტივალის „ოქროს თვალი” სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ :
  • ლომერ ახვლედიანი (საქართველო) – კინემატოგრაფიის განვითარებაში  შეტანილი წვლილისთვის ;
  • კოტე ქოჩუაშვილი (საქართველო) – სატელევიზიო სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის;
  • გოგა ხაინდრავა (საქართველო) – საზოგადოებრივი მაუწყებლის სპეციალური პრიზი;
  • მურატ ალიევი (ყაზახეთი) – კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალური პრიზი;
ფესტივალის ფარგლებში ბევრი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა. მათ შორის აღსანიშნავია მსოფლიო კინემატოგრაფიის ლეგენდის ჰირო ნარიტას  მასტერ კლასი. ჰირო ნარიტა არის ამერიკის კინოაკადემიის (ოსკარი) წევრი, მრავალგზის ნომინირებული Emmy-ზე და მოპოვებული აქვს სხვადასხვა ჯილდო მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის.
ფესტივალის პარალელურად ჩატარდა პროფესიონალური ტექნიკის მეორე საერთაშორისო გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თანამედროვე კინო და სატელევიზიო ტექნიკა. სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა პირადად გასაუბრებოდნენ მსოფლიოს წამყვანი მწარმოებელი კომპანიებს წარმომადგენლებს და დაესწრებოდნენ პრეზენტაციებს თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ.