ცვლილება სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების 2015-2016 წელს დაფინანსების კონკურსში!
ოქტომბერი 27, 2015
ყურადღება!
ცვლილება სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების 2015-2016 წელს დაფინანსების კონკურსში!
2015 წლის 11 ივნისს გამოცხადდა კონკურსი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების 2015-2016 წელს დაფინანსების მიზნით, რომლის საკონკურსო ფონდი შეადგენდა 500 000 ლარს. ამ პერიოდისთვის გაიზარდა საკონკურსო ფონდი და განისაზღვრა 900 000 ლარით.