"კინო სკოლაში" – ლევან კოღუაშვილის ფილმის ჩვენება ქუთაისში
ნოემბერი 10, 2015

7 ნოემბერს, ქუთაისში, ახალგაზრდულ ცენტრ “სულიკოს” დარბაზში გაიმართა ლევან კოღუაშვილის ახალი ქართული ფილმის “შემთხვევითი პაემნები” ჩვენება.


ფილმის ჩვენებას თავად რეჟისორიც დაესწრო, რის შემდეგაც ბავშვებს ლევან კოღუაშვილთან გასაუბრების შესაძლებლობა მიეცათ.
პროექტი “კინო სკოლაში” ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით უკვე 2 წელია მიმდინარეობს და ამ პერიოდის განმავლობაში მან მთელი საქართველოს მასშტაბით 200 სკოლა მოიცვა. პროექტის მიზანია მოზარდებში კინოგანათლების პოპულარიზაცია და კრიტიკული აზროვნების განვითარება.