კინოცენტრის ახალი ინიციატივა
ნოემბერი 19, 2015

ეროვნული კინოცენტრი წარმოების დაფინანსების
გარდამავალ სისტემაზე გადადის. ახალი ინიციატივა ფილმის მწარმოებლებს ალტერნატიული
დაფინანსების მოსაპოვებლად მეტ დროსა და შესაძლებლობას მისცემს.
ამასთან დაკავშირებით
კინოცენტრმა 19 ნოემბერს, 12 საათზე „მწერალთა სახლში”  პრესკონფერენცია გამართა.


კინოინდუსტრიის საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების
გათვალისწინებით ეროვნული კინოცენტრი ქმნის დაფინანსების უფრო
მოქნილ სისტემას, რაც ქართველ კინემატოგრაფისტებს ევროპულ ფონდებთან ურთიერთობას
გაუადვილებს. კერძოდ, 
სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის კონკურსი წელიწადში
ერთხელ გამოცხადების ნაცვლად ორჯერ გამოცხადდება. აღნიშნული ინიციატივა
მონაწილეებს საშუალებას მისცემს კონკურისდან გამოთიშვის შემთხვევაში, უმოკლეს
დროში (მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში) კვლავ მიიღონ იგივე კონკურსში მონაწილეობა.


წელს
სრულმეტრაჟიანი მხატრული ფილმის წარმოების დაფინანსების
 კონკურსში მონაწილეობას იღებენ ისეთი ცნობილი და
წარმატებული რეჟისორები როგორებიც არიან: ნანა ჯორჯაძე, გიორგი ოვაშვილი, მერაბ
კოკოჩაშვილი, ქეთი დოლიძა, ქეთი მაჭავარიანი, ლევან კოღუაშვილი, ზაზა ხალვაში, რუსუდან
ჭყონია, თინათინ ყაჯრიშვილი, ნიკოლოზ ხომასურიძე, გიორგი მეგრელიშვილი, ნინო
ბასილია,
  გიორგი ცქვიტინიძე და გიორგი
ბარაბაძე. მათი ნაწილი  ესწრებოდა “მწერალთა სახლში” გამართულ პრესკონფერენციას.