ნინო ბასილიას ფილმის "ანას ცხოვრება"მსოფლიო პრემიერა გოტებორგის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება
დეკემბერი 23, 2015
ნინო ბასილიას სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის “ანას ცხოვრება” მსოფლიო პრემიერა გოტებორგის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება. ფილმი ასევე წარდგენილია ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში.
“ანას ცხოვრება” ერონული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია.
გოტებორგის საერაშორისო კინოფესტივალი შვედეთში 1979 წლიდან იმართება. თავდაპირველად იგი მცირე აუდიტორიაზე იყო გათვლილი, ამჟამად კი კინოფესტივალი მსოფლიოს 60 ქვეყნიდან ყოველ წელს 115 000 ვიზიტორს მასპინძლობს და 500-ამდე ფილმის ჩვენებას აწყობს.
გოტებორგის კინოფესტივალი სკანდინავიის ქვყნებში ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძებად არის მიჩნეული.
ფესტივალი 29 იანვარს გაიხსნება და 8 თებერვლამდე გაგრძელდება. გამარჯვებული ინგმარ ბერგმანის პრიზით დაჯილდოვდება.