ჟურნალ FILM PRINT-ის ზამთრის ნომრის პრეზენტაცია
დეკემბერი 30, 2015
29 დეკემბერს რესტორანში „ბოჰემა” ეროვნულმა კინოცენტრმა ჟურნალ Film Print-ის მე-18  ნომრის პრეზენტაციას გამართა.
ჟურნალის ზამთრის ნომერში აქცენტი კეთდება რეპორტაჟებზე გადასაღები მოედნებიდან. ასევე, მკითხველს შესაძლებლოა მიეცემა წაიკითხოს საინტერესო ინტერვიუები ნანა ჯანელიძესთან, თამარ ტატიშვილთან, ქეთი დევდარიანთან, ნინო კასრაძესთან, თამუნა ინგოროყვასთან  და ა.შ.
ჟურნალში ასევე მიმოხილულია ახალი ქართული ფილმების რეცენზიები და ბოლო პერიოდში ჩატარებული საერთაშორისო კინოფესტივალები. Film Print-ის ზამთრის ნომრის რედაქტორები არიან კინომცოდნეები ლელა ოჩიაური და გიორგი რაზმაძე.
ჟურნალის მიზანია ქართული კინოკულტურის პოპულარიზაცია და თანამედროვე კინოპროექტების გაცნობა ფართო აუდიტორიისათვის. ასევე კინოსექტორში მოღვაწე ადამიანების ინფორმირება მათი კოლეგების მიღწევებისა და პროფესიული გეგმების შესახებ.
FILM PRINT-ის ახალი ნომრის პრეზენტაციასთან ერთად ეროვნულმა კინოცენტრმა საზოგადოებას ასევე წარუდგინა ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის (MOMA) ბუკლეტი “აღმოაჩინე ქართული კინო” და ქართული ფილმების ყოველწლიური კატალოგი.