ზაზა ურუშაძის "მანდარინები" Gaudí Awards-ზე წარადგინეს
იანვარი 9, 2016
ზაზა ურუშაძის “მანდარინები” Gaudí Awards-ის ნომინანტთა სიაშია. იგი საუკეთესო ევროპული ფილმის ჯილდოსთვის იბრძოლებს. “მანდარინებთან” ერთად ამავე ნომინაციაში კიდევ 3 ევროპული ფილმია წარდგენილი:
- Pride: Matthew Warchus
- Clouds of Sils Maria: Olivier Assayas
- Force Majeure: Ruben Östlund
Gaudí Awards – ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა, რომელიც კატალონიის კინოაკადემიამ დააარსა და 2009 წლიდან გაიცემა. დაჯილდოვების ცერემონიალი 2016 წლის 31 იანვარს ბარსელონაში გაიმართება.