2016 წელს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოების კონკურსის საბოლოო შედეგები
იანვარი 9, 2016
სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2016 წლის წარმოების დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსში გამოვლინდა სამი გამარჯვებული პროექტი:
- ,,მეოთხე ბრაიტონი’’(საპროდიუსერო კომპანია – შპს ,,კინო იბერიკა’’, რეჟისორი და სცენარის ავტორი – ლევან კოღუაშვილი) – 202 ქულა;
- „ვენეცია’’ (საპროდიუსერო კომპანია – შპს „ნიკე სტუდიო“, რეჟისორი და სცენარის ავტორი – რუსუდან ჭყონია) – 175 ქულა;
- „ხიბულა’’ (საპროდიუსერო კომპანია – შპს „ალამდარი“, რეჟისორი – გიორგი ოვაშვილი, სცენარის ავტორი –გიორგი ოვაშვილი და რულოვ იან მინებო) – 148 ქულა.
თითო პროექტი დაფინანსდა 500000 (ხუთასი ათასი) ლარით.
კინოცენტრი ულოცავს გამარჯვებული პროექტების ავტორებს!