როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2 ქართულ ფილმს აჩვენებენ
იანვარი 20, 2016
როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამაში 2 ქართულ ფილმს აჩვენებენ. 
სექციაში SHORT STORIES: WITHOUT WARNING ტატო კოტეტიშვილის ფილმის “ოგასავარა” ჩვენება შედგება, ხოლო დათა ფირცხალავას ფილმს “მამა” მაყურებელი სექციაში SHORT STORIES: ON THEIR WAY იხილავს.
როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალი 1972 წელს დაარსდა და მას შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კინომოვლენად ითვლება. 
ფესტივალი 27 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.