სცენარის ცნობილი რედაქტორი კრისტიან რუთი საქართველოში ვორქშოპის მეორე ეტაპს ატარებს
თებერვალი 1, 2016
სცენარის რედაქტორი და ფილმის კონსულტანტი კრისტიან რუთი საქართველოში ეროვნული კინოცენტრის მოწვევით ჩამოვიდა. იგი ვორქშოპის მეორე ეტაპს 1-3 თებერვალს ჩაატარებს.
ვორქშოპებს ეროვნული კინოცენტრის კომედიური და საბავშვო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარის განვითარების კონკურსის გამარჯვებლი პროექტების ავტორები ესწრებიან.
კრისტიან რუთი ამჟამად კატალონიაში, ესპანეთში მოღვაწეობს და მუშაობს სცენარებზე ისეთ რეჟისორებთან როგორებიც არიან : პიტერ ვებერი (“იმპერატორი”), იასმილა ზბანიკი (“სიყვარულის კუნძული”) და სალი პოტერი (“ჯინჯერი და როზა”).
კრისტიან რუთთან თანამშრომლობენ „დოჰას კინო ინსტიტუტი” (კატარი); „Eurimages”; „ბალტიის კინოსკოლა”; „ტრანსილვანიის კინოფესტივალი”; „მედია ბიზნესის სკოლა” (ესპანეთი); „ესტონეთის კინო ინსტიტუტი”; “Frank Stein Studio” (ბარსელონა); „რეგენტის უნივერსიტეტის კინოსკოლა” (ლონდონი) და „ბინგერის ფილმის ლაბორატორია” ამსტერდამში, სადაც იგი უკვე 15 წელზე მეტია ასწავლის სტუდენტებს.