Giffoni Georgia აცხადებს კონკურსს Giffoni Film Festival 2016-ის ჟიურის ქართველი წევრების შესარჩევად
თებერვალი 4, 2016
ეროვნული კინოცენტრი და ჯიფონის კინოფესტივალი, იტალიაში, ჯიფონის საერთაშორისო კინოფესტივალზე გასამგზავრებლად აცხადებს კონკურსს მოზარდებისთვის +13, +16 და +18 ასაკობრივ კატეგორიებში.
კონკურსის პირობებს და აპლიკაციის ფორმას შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ბმულზე.
განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 2016 წლის 22 თებერვალი.
ფესტივალი ტარდება 2016 წლის 15-დან 24 ივლისის ჩათვლით, იტალიის ქალაქ ჯიფონიში.