ფილმს "როცა დედამიწა მსუბუქია" გერმანიისა და სლოვენიის ტელევიზიები აჩვენებენ
თებერვალი 25, 2016
ფილმს “როცა დედამიწა მსუბუქია” გერმანიისა და სლოვენიის ტელევიზიები აჩვენებენ.
ტელევიზიებმა 3.Sat (გერმანია) და RTS (სლოვენია) სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის “როცა დედამიწა მსუბუქია” ჩვენების უფლებები უკვე შეიძინეს.
სალომე მაჩაიძის,თამუნა ქარუმიძისა და დავით მესხის ფილმი “როცა დედამიწა მსუბუქია” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. 
ფილმი უკვე გახდა IDFA 2015 First Appearanace Award-ისა და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ქართული დოკუმენტური ფილმის პრიზის მფლობელი.
“როცა დედამიწა მსუბუქია” 12 საერთაშორისო კინოფესტივალზეა მიწვეული, ამჟამად კი ფილმის ჩვენება თურქეთში, სტამბულის დამოუკიდებელი კინოს მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალზე მიმდინარეობს.