ფილმი "ყარასტანში დაკარგული" National Film Awards 2016-ზეა ნომინირებული
მარტი 21, 2016

“ყარასტანში დაკარგული”  National Film Awards 2016-ზეა ნომინირებული.  ღონისძიებას ლონდონის კინოაკადემია აწყობს და იგი ლონდონში 2016 წლის 31 მარტს გაიმართება.

“ყარასტანში დაკარგული” საქართველოს, დიდი ბრიტანეთის, რუსეთისა და გერმანიის კო-პროდუქციაა. ფილმის რეჟისორი ბენ ჰოპკინსია, სცენარი კი მასთან ერთად პაველ პავლეკოვსკიმ შექმნა. 
ფილმი შავი კომედიაა ერთ დროს ოსკარზე წარდგენილი, ხელმოცარული ამერიკელი რეჟისორის, ემილ მილერის შესახებ, რომელსაც განვითარებად კავკასიურ რესპუბლიკაში ეროვნული კინოეპოპეის შესაქმნელად იწვევენ.