ნინო ბასილიას ფილმი "ანას ცხოვრება" პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა
მარტი 28, 2016
ნინო ბასილიას ფილმი “ანას ცხოვრება” პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა.
კინოფესტივალი ჩინეთში 16-23 აპრილს ჩატარდება.
პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალი ჩინეთში 2011 წლიდან ტარდება და იგი ცნობილი და წარმატებული კინემატოგრაფისტების თავშეყრის ადგილია.
“ანას ცხოვრება” ერონული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომლის მსოფლიო პრემიერა გოტებორგის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.