2016 წლის 29 მარტს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აცხადებს კონკურსს ეროვნული კინოცენტრის დირექტორის თანამდებობაზე.
იხილეთ სსიპ „საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის” დირექტორის თანამდებობაზე კანდიდატურის კონკურსის გზით შერჩევის მიზნით გამოცხადებული კონკურსის საკონკურსო პირობები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები
კონკურსი ღიაა და საჯარო და მასში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს (საქართველოს მოქალაქეს), რომელიც აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- უმაღლესი განათლება;
- არანაკლებ 3 წლის მმართველობითი მუშაობის გამოცდილება;
- ორგანიზატორული უნარჩვევები და მენეჯმენტის საფუძვლების ცოდნა;
- გუნდური მუშაობის გამოცდილება, ადამიანური რესურსების მართვა და კომუნიკაბელურობა;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- კინოხელოვნების სპეციფიკის მაღალ დონეზე ცოდნა;
- საერთაშორისო კინოინსტიტუტებთან, ორგანიზაციებთან და კინოფონდებთან მუშაობის/თანამშრომლობის გამოცდლება და მათი სისტემური ორგანიზაციის ცოდნა;
- შემუშავებული ჰქონდეს კინოცენტრის და კინოინდუსტრიის განვითარების ხედვა და სამწლიანი გეგმა;
- საჯარო სექტორის და კულტურის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნა.
- კონკურსში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს – პირადი განცხადება, ავტობიოგრაფია (რეზიუმე/CV), კინოცენტრის და კინოინდუსტრიის განვითარების ხედვა და სამწლიანი გეგმა (არაუმეტეს 5 ფურცლისა; სლაიდების შემთხვევაში არაუმეტეს 15 სლაიდისა), ორი რეკომენდაცია (კოლექტიური ან ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციის შემთხვევაში ერთი). სრული დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ერთ ეგზემპლიარად, როგორც მატერიალური (ნაბეჭდი) ასევე ელექტრონული ფორმით (CD დისკზე). განცხადებაში სავალდებულოა პირადი ნომრის, ელ-ფოსტის მისამართის, ტელეფონის ნომრის და საკონტაქტო მონაცემის (მისამართის) მითითება.
კონკურსის განრიგი
კონკურსში მონაწილე კანდიდატთა განაცხადები მიიღება 2016 წლის 29 მარტიდან;
განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 5 აპრილი 17:00 საათი;
კანდიდატებთან კონსულტაციები გაიმართება ოთხშაბათს (30 მარტს), 14:00 საათიდან 18:00 საათამდე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში. ელ-ფოსტა: Mariam_jibladze1@yahoo.com