საქართველო MAIA Workshops-ზე
აპრილი 11, 2016
MAIA Workshops საერთაშორისო პროგრამაა ახალგაზრდა პროდიუსერებისთვის, რომელიც წელს სნაგოვში (რუმინეთი) 11-15 აპრილს ჩატარდება.
ვორქშოპისთვის უკვე შერჩეულია 20 პროდიუსერი მსოფლიოს 12 ქვეყნიდან, მათ შორის მოხვდა ქართველი პროდიუსერი ქეთი დანელია.
ქეთი კომპანია თეიქს ფილმს წარმოადგენს ანა სარუხანოვას და კატალინა ბაქრაძის პროექტით “All the Wishes Come True”.
ხუთი დღის განმავლობაში, მონაწილეები განიხილავენ პროდიუსერის კრეატიულ ჩართულობას პროექტში, სცენარის ანალიზს, სამართლებრივ უფლებებს პროექტის განვითარების დროს, კულტურულ და კრეატიულ ინდუსტრიებს…
მონაწილეებს პროექტის განვითარებაში იტალიელი, ესპანელი, გერმანელი და სლოვენიელი პროფესიონალები დაეხმარებიან.