შტეფან ტოლცის ვორქშოპი გოეთეს ინსტიტუტში
აპრილი 27, 2016
26 აპრილს შტეფან ტოლცმა გოეთეს ინსტიტუტში კრეატიული სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის პროექტის განვითარების ვორქშოპის დამასრულებელი სესიები გამართა.
ვორქშოპს ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული დოკუმენტური პროექტების ავტორები დაესწრნენ.
შტეფან ტოლცი ტიტულოვანი რეჟისორი და პროდიუსერია, რომელსაც 30 დოკუმენტური ფილმის შექმნაში აქვს მონაწილეობა მიღებული და კინოსფეროში 25 წლიან გამოცდილებას ფლობს.