ქალი და ხელოვნება ეკონომიკის განვითარებისთვის
მაისი 3, 2016
2016 წლის 20-21 მაისს 10:30 საათზე, სასტუმროში „რუმს თბილისი” (მერაბ კოსტავას ქუჩა #14) გაიმართება პირველი საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მთავარი თემაა „ქალი და ხელოვნება ეკონომიკის განვითარებისთვის”. 
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ხელოვანი ადამიანები სხვადასხვა სფეროდან.
კონფერენციას ორგანიზებას უწევს „ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაცია” (AIWA), რომელიც კულტურის სფეროში მოღვაწე ცნობილი ქართველი ქალების (კინორეჟისორები, მსახიობები, მხატვრები, მუსიკოსები, პროდიუსერები და ა.შ) მიერ ხელოვან ქალთა პოპულარიზაციის მიზნით დაარსდა.
კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მოცემულ ბმულზე  მათთვის სასურველი პოზიციით (გამომსვლელი ან მონაწილე). 
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ასოციაციას.
ელექტრონული ფოსტა: info@aiwa.org.ge; 
ტელ: + 995 322146079