2 ქართველი რეჟისორის გამარჯვება ბურგასის საერთაშორისო კინოფესტივალზე
ივლისი 28, 2016
ბულგარეთში, ბურგასის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართველმა რეჟისორებმა მთავარი ჯილდოები მოიპოვეს.
ლევან თუთბერიძის ფილმი “მოირა” ფესტივალის საუკეთესო მხატვრული ფილმი გახდა, ნიკოლოზ ბეჟანიშვილის “შავი კვადრატი” კი საუკეთესო დოკუმენტური ფილმის პრიზით დაჯილდოვდა.
ფესტივალზე ასევე აჩვენეს სალომე მაჩაიძის, თამუნა ქარუმიძისა და დავით მესხის ფილმი “როცა დედამიწა მსუბუქია” და ვანო ბურდულის “გაყინული შადრევნების წელიწადი”.
ბურგასის საერთაშორისო კინოფესტივალი ბულგარეთში 22-28 ივლისს ჩატარდა. ფესტივალზე სულ 24 ფილმი იყო წარმოდგენილი.